როგორ და რასთან ერთად ვატაროთ ვერცხლის სამაჯური - rogor.ge

როგორ და რასთან ერთად ვატაროთ ვერცხლის სამაჯური

 

თუ თქვენ გაქვთ წვრილი მაჯები, თქვენს აქსესუარებს დაუმატეთ მასიური და წვრილი ვერცხის სამაჯურები. წვრილი - ხაზს გაუსვამს ელეგანტურობას, ხოლო მასიური - სინატიფესა და ხელების სინაზეს.

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ საშუალო სისქის მაჯები გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ვერცხლის სამაჯურები ატაროთ.

 

მსხვილი მაჯების შემთხვევაში შეიძინეთ დიდი ზომის ვერცხლის სამაჯურები, რომლებიც თქვენს ხელებზე ყურადღებას გაამახვილებენ.

 

ისე შეარჩიეთ ვერცხლის სამაჯურები, რომ ისინი ტანსაცმლის სტილს ეხამებოდნენ. ძვირფასი საღამოს კაბებს შეურჩიეთ ბრილიანტის მბზინავი ქვებით გაწყობილი სამაჯური.

 

სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში, მიეცით თავს სხვადასხვა ძვირფასი ქვებით განსაკუთრებული ვერცხლის სამაჯურის დაბნევის უფლება.

 

საქმიანი კოსტუმისთვის თქვენი არჩევანი შეაჩერეთ ტრადიციული იუველირული ტექნიკით შესრულებულ ვერცხლის სამაჯურზე. მაგალითად, მაჯა დაიმშვენეთ ვერცხლის საათი - სამაჯურით.

 

ძალიან წვრილი რგოლის მსგავსი ვერცხლის სამაჯური, რომელიც ზოგჯერ დამშვენებულია მინიატურილი წახნაგებით, ან ფართო ნახევარგოლით დამშვენებული მინანქრით, გრავირებით, ჩუქურთმებით,აუცილებლად ატარეთ ცალკე. ის ხომ თვითმყოფადია და ყურადღებას იქცევს მდიდრული და თვალშისაცემი სილამაზით.

 

თუ თქვენ მეოცნებე და რომანტიული გოგონა ხართ, მაშინ აირჩიეთ საკიდებიანი ვერცხლის სამაჯური.

 

შეავსეთ თქვენი ზარდახშა სხვადასხვა ზომისა და ელფერის, ბრილიანტის ქვების ჩანართებით დამშვენებული მდიდრული ვერცხლის სამაჯურებით.

 

აუცილებლად შეიძინოთ "ჰაეროვანი" და უნაზესი ვერცხლის სამაჯურები. ისინი ქალთა თავისუფლებისა და სიმსუბუქის სიმბოლოს წარმოადგენენ.

 

შეუთავსეთ ვერცხლის სამაჯურები თეთრი ოქროთი შესრულებულ ნაკეთობებს. ასეთი შეხამება თქვენ შეგმატებთ სინატიფეს, კეთილშობილებას, თავდაჯარებულობასა და სტაბილურობას.