როგორ გავიკეთოთ წარბები უმტკივნეულოდ - rogor.ge

როგორ გავიკეთოთ წარბები უმტკივნეულოდ

 

არ გაიკეთოთ წარბები პინცეტით, მენსტრუაციის დროს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კრიტიკული დღეების დროს ტკივილის შეგრძნება გაცილებით მეტია, რაც ნიშნავს, რომ წარბების ამოღება გახდება უფრო მტკივნეული, ვიდრე ჩვეულებრივ.

 

შეძლებისდაგვარად წარბები შეისწორეთ დუშის ან აბაზანის მიღების შემდეგ. არსებობს სხვა ვარიანტიც, კანის გათბობა შეიძლება სველი, ცხელი პირსახოცივთ. ზოგიერთი კოსმეტოლოგია დარწმუნებულია, რომ ფორების გაფართოების შემდეგ წარბების ამოღების პროცედურა ხდება გაცილებით ნაკლები ტკივილის მომტანი.

 

სცადეთ კანის ყინულის ნატეხებით გაციება. ზოგჯერ ასეთი პროცედურა მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილის გრძნობას. გახსოვდეთ: ეს მეთოდი არ ადგება ყველას, ამიტომაც თუ გაციებამ ვერ მოგიხსნათ ტკივილი, აღარ გამოიყენოთ ეს საშუალება.

 

წარბების გარშემო ფრთხილად წაისვით ტკივილგამაყუჩებელი ხსნარი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბენზოკაინი. შემდეგ დაიცადეთ 5-7 წუთი და შეუდექით ზედმეტი თმების მოშორებას. იყავით ფრთხილად და არ დაუშვათ ხსნარის თვალში მოხვედრა!

 

სცადეთ წარბების ყოველი შესწორების წინ კანის გაჭიმვა, ეს შეამცირებს მტკივნეულ შეგრძნებებს. წარბები ამოიღეთ მხოლოდ სიგრძის მიხედვით, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ჭრილობების მიღება.

 

თუ ზედმეტი თმის ამოღების შემდეგ შეამჩნევთ, რომ კანზე გაჩნდა სისხლის წვეთი, მაშინვე დაიმუშავეთ ჭრილობა მადეზინფიცირებელი ხსნარით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგრძნობთ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მცირე ტკივილს.

 

წაივით სახეზე სახის მკვებავი კრემი და დაიცადეთ 7-10 წუთის განმავლობაში. როგორც წესი, ამ დროის განმავლობაში კანი ითვისებს კრემს და წარბების ამოღება ხდება უფრო მარტივი. ასევე იკლებს პროცედურის შემდეგი მტკივნეული შეგრძნებებიც.

 

მოამზადეთ დამამშვიდებელი მცენარეული ნახარში, შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის ნაგლეჯი და მიიდეთ წარბის გარშემო. ამის გაკეთება რეკომენდირებულია, როგორც წარბების ამოღების წინ, ასევე პროცედურის შემდეგაც. რაც შეეხება ნახარშიც რეცეპტს, მისი შერჩევა უმჯობესია ინდივიდუალურად. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, ცაცხვის ყვავილები და ა.შ.