როგორ ვითამაშოთ "ბირ პონგი" (Beer Pong) - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ "ბირ პონგი" (Beer Pong)

 

ბირპონგის წესების მიხედვით თამაშობს 2 ან 4 ადამიანი: 1 v 1 ან გუნდურად 2 v 2.

 

ნახევრად გაავსეთ პლასტმასის ნახევარ ლიტრიანი ჭიქები ლუდით ისე, რომ ყველა ჭიქაში თანაბარი რაოდენობა იყოს. ჭიქები შეგიძლიათ შეიძინოთ უმეტესობა მაღაზიებში სულ რაღაც 10 თეთრად თითოეული.

 

2 ჭიქაში ჩაასხით სუფთა წყალი, რომელიც განკუთვნილი იქნება ბურთებისთვის, ვინაიდან ბირპონგის თამაშის დროს ისინი შეიძლება დაისვაროს.

 

განალაგეთ ჭიქები სამკუთხედებად მაგიდის ორივე მხარეს. შეგიძლიათ ითამაშოთ 6 ან 10 ჭიქისგან შემდგარი სამკუთხედებით სურვილისამებრ.

 

დაადგინეთ ვინ დაიწყებს თამაშს. ძირითადად ამას უბრალოდ „ქვა, მაკრატელი, ბადე“ – ს თამაშით წყვეტენ.

 

დაიკავეთ თქვენი პოზიციები მაგიდის კიდეებთან და დაიწყეთ თამაში.

 

ისროლეთ ბურთები ისე, რომ ჩააგდოთ მოწინააღმდეგის ჭიქაში, რის შედეგადაც ის ვალდებულია დალიოს ლუდი იმ ჭიქიდან, რომელშიც ბურთი ჩავარდა. წესების მიხედვით სხვადასხვა ტიპის სროლას სხვადასხვა ქულა აქვს და შესაბამისად ოპონენტი იმდენ ჭიქას სვამს, რამდენი ქულაც დააგროვეთ თქვენ და პირიქით.

 

ქულების გადანაწილება: • პირდაპირ ნასროლი ბურთი რომელიც ჩავარდება ჭიქაში მოგიტანთ 1 ქულას. • თუ თქვენ მაგიდიდან ასხლეტილი ბურთი ჩააგდეთ მაშინ 2 ქულას დაიმსახურებთ. • ჯგუფური თამაშის შემთხვევაში თუ ერთდროულად ორივე წევრი ისვრის ბურთს და ერთ ჭიქაში ჩააგდებს (ორივეს) გუნდი 3 ქულას გამოიმუშავებს.

 

გააგრძელეთ ბურთის სროლა მანამ, სანამ არ ააცილებთ მიზანს. რაუნდის დამთავრების შემდეგ ოპონენტი ვალდებულია აიღოს ყველა ის ჭიქა სადაც ბურთია და დალიოს. თუ ოპონენტი მანამ ისვრის ბურთს სანამ ბოლომდე დალევს ლუდს თამაში წაგებულად ეთვლება. ჯერი გადადის ოპონენტზე ლუდის დალევის შემდეგ.

 

თუ ოპონენტი ცდილობს 2 ქულიანი სროლა განახორციელოს (ანუ მაგიდიდან ასხლეტილი ბურთი ჩააგდოს) თქვენ შეგიძლიათ ხელით დაიჭიროთ ასხლეტილი ბურთი მას შემდეგ რაც ის შეეხება მაგიდას.

 

თამაში გრძელდება ბოლო ჭიქამდე და დამარცხებულია ის ვისაც ჭიქები აღარ დარჩება.