ფინანსები და ეკონომიკა

ფინანსები

როგორ დავადგინოთ რთული პროცენტების დარიცხვის სიხშირე

როგორ დავადგინოთ რთული პროცენტების დარიცხვის სიხშირე

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და კრედიტებზე ჩვეულებრივ დგინდება წლიური საპროცენტო განაკვეთების ფორმით, რაც გულისხმობს პროცენტების წლიურ დარიცხვას(annual percentage rate, APR) მათი დარიცხვის განსაზღვრული სიხშირით, მაგ. ყოველთვიურად. გამომდინარე იმისგან, რომ პროცენტების დარიცხვა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საპროცენტო განაკვეთების შედარება. ამას აკეთებენ ე.წ. მოქმედი ანუ ეფექტური (effective annual rate EFF) წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის გზით.

 

საფეხურები

  1. 1 დავუშვათ, რომ თქვენს ფულს მოაქვს შემოსავალი წლიური საპროცენტო განაკვეთით 6 %, რომლის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად. ანუ APR = 6 %-ს, ყოველთვიურად დარიცხული თანხა კი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთის 1/12. შესაბამისად, პროცენტის რეალური განაკვეთი შეადგენს 1/12 %-ს თვეში ანუ 0,005 პროცენტი (მეათედებში) თვეში.
  2. 2 ეფექტური საპროცენტო განაკვეთის პოვნა შესაძლებელია წლის ბოლოსათვის ლარის მომავალი ღირებულების გამოთვლის გზით:
    FV = (1,005)12 = 1,0616778
    მოქმედი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს:
    EFF = 1,0616778 -1 = 0,0616778 ანუ 6,16778 % წელიწადში.
    ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის ფორმულას აქვს ასეთი სახე
    EFF = (1+ APR/m)m -1
    სადაც APR – საპროცენტო განაკვეთია, ხოლო m – პროცენტის დარიცხვის პერიოდები.
    თუ კი დარიცხვა წელიწადში ერთხელ ხდება მაშინ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიური საპროცენტო განაკვეთის ტოლია.