როგორ დავიპყროთ მწვერვალი - rogor.ge

როგორ დავიპყროთ მწვერვალი

 

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი თუ ფიზიკურად ხართ მზად და ასევე სპეციალური უნარებიც მაქსიმალურად გაქვთ განვითარებული. ფიზიკური მომზადება რათქმაუნდა რისკს მინიმუმამდე ამცირებს, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. ყოველთვის არსებობს ობიექტური საფრთხე - ქვების ცვენის, ბზარების, ზვინების და ასევე ამინდის უეცარი ცვლის.

 

იყავით მზად, რომ ალპინიზმით დაკავება იქნება ძვირადღირებული სიამოვნება. ასევე გახსოვდეთ - ეკონომია არ შეიძლება გაკეთდეს ინვენტარზე, იქნება ეს სავარჯიშოდ გათვლილი თუ პროფესიული სვლისთვის. ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ არა მარტო თქვენ, არამედ მათ ვინც თქვენთან ერთად იქნება მწვერვალის დასაპყრობად წამოსული. ალპინიზმი არის გუნდური სპორტის სახეობა. ასე, რომ თქვენ პასუხს აგებთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც.

 

იმ შემთხვევაში, როცა თქვენ არ გეშინიათ სირთულეების, განწყობილი ხართ სერიოზულად და მტკიცედ - წადით ექიმთან და დარწმუნდით იმაში, რომ რთულ მომენტებში ორგანიზმი არ გიღალატებთ. დიდი სურვილის მიუხედავად შეიძლება ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის არ იყოს სასურველი. ადამიანს აქვს სიმაღლის გლიკოქსია, ყველასათვის არსებობს ინდივიდუალური სიმაღლის ზღვარი, ამ ზღვარს გადაცდენა უკვე არის საფრთხე სიცოცხლისათვის.

 

ალპინიზმით დაკავება თქვენგან მოითხოვს ბევრ დროს. უნდა ივარჯიშოთ გამუდმებით, რომ გახდეთ პროფესიონალი და მიუახლოვდეთ მსოფლიო დონეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენი გეგმები არც თუ ისე ამბიციურია, რომ გადაწყვიტოთ მთელი ცხოვრების მიძღვნა ამ სპორტზე, საშუალო ზომის მთაზე ასვლისთვისაც კი დაგჭირდებათ სამთვიანი სპეციალური, ძალიან რთული და სერიოზული ვარჯიში.

 

გამოცადეთ თქვენი თავი სხვადასხვა სიტუაციებში. ამისათვის კი იდეალური ვარიანტია, რომ იაროთ სხვადახსვა გორებზე, მოკლე მანძილებზე, ყველა წესის დაცვით. ჩაეწერეთ სხვადასხვა ალპინისტურ სექციებსა და კლუბებში. იქ ამზადებენ სპეციალურად ამ სპორტისათვის. გულდასმით შეისწავლეთ თეორია კლდეზე ცოცვის და ალპინიზმის.

 

თქვენი პირველი სვლები (პახოდი) აუცილებლად შეასრულეთ ინსტრუქტორებთან ან გამოცდილ ალპინისტებთან ერთად. დაიწყეთ მარტივი მწვერვალით და შემდეგ ეტაპობრივად გაართულეთ.