როგორ მოვემზადოთ გასროლისათვის (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ გასროლისათვის (ზოგადი რჩევები)

 

შეჯიბრებაზე გასროლისათვის მომზადებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მხოლოდ ზედმიწევნით მომზადების შემთხვევაში შეიძლება ვესროლოთ გაფრენილ სამიზნეს მაქსიმალური სისწრაფითა და დარწმუნებით მის სისწორეში. თეფშს ჰაერში მეტად მცირე დასაზიანებელი არე აქვს. მსროლელიდან 35-35 მეტრის დაცილებით იგი წამში 16-18 მეტრის სიჩქარით მიფრინავს (ამ შემთხვევაში დამწყები სისწრაფე 25-26 მეტრს უდრის წამში). ამ მანძილზე მის დასაზიანებლად საჭიროა თეფშს მოხვდეს 2,50-2,75 მმ დიამეტრის მქონე არანეკლებ 3-6 საფანტი, (ანუ N 6-7, უფრო მსხვილი საფანტის ხმარება აკრძალულია, ხოლო უფრო წვრილი საფანტი შორ მანძილზე ეფექტს არ იძლევა).

 

ძოგიერთი სპორტსმენი ამტკიცებს, რომ გასროლის წინ თოფის საცდელი მორგება მხარში აუცილებელია აგრეთვე იმიტომ, რომ თითქოს მსროლელის ხელში მშვიდად დაჭერილ თოფიდან ჩქარი გასროლა შეუძლებელია. ამიტომ სასურველია მომზადების დროს თოფით შევასრულოდ წრისებრივი მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ ან ზევიდან ქვევით.

 

გასროლისათვის მომზადების დროს აუცილებელია აგრეთვე სუთქვის მოგვარება. გასროლის დროს სუთქვა და ლაპარაკი არ შეიძლება. გულმკერდის ყაფაზი ამ დროს მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რაც ხელს უწყობს თოფის შენარჩუნებას უფრო ხელსაყრელ პირობებში გასროლისათვის; გულმკერდის ყაფაზის მოძრაობის დროს გამომიზნება შეუძლებელია. გულმკერდის ყაფაზის ხანგრძლივი დროით შესვენებულ მდგომარეობაში ნებითი შეჩერება უფრო შესაძლებელია ღრმა ჩასუთქვის შემდეგ.