როგორ გავაკეთოთ სპა–მანიკური - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სპა–მანიკური

 

მოაშორეთ ძველი ლაქი.

 

დააკვირდით ხელებისა და ფრჩხილების მდგომარეობას, საიდან გამომდინარეც საჭიროა სპა-მანიკურის პროგრამის შედგენა. ასევე გაითვალისწინეთ კლიენტის სურვილები და თავისებურებები.

 

ქლიბის საშუალებით მიეცით ფრჩხილებს ფორმა. ამის გაკეთება საჭიროა შრალ ხელებზე, იმისათვის, რომ არ დააზიანოთ ფრჩხილები და არ გამოიწვიოთ მათი გათხელება.

 

აუცილებლობის შემთხვევაში, დაამუშავეთ ნუნები. თავდაპირველად დაარბილეთ ისინი სპეციალური საშუალების გამოყენებით, შემდეგ კი მოაშორეთ სპეციალური მაკრატლით ან "ფორთოხლის ჩხირებით".

 

ხელების ჭუჭყისგან გასაწმენდად, გააკეთეთ თბილი წყლის აბაზანა. მასში შეიძლება ჩაემატოს ზღვის მარილი, ეთერული ზეთები, წყალმცენარეების ექსტრაქტები, სპეციალური მკვებავი, ანტიბაქტერიული და სოკოს საჭინააღმდეგო საშუალებები. ამ ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე წუთს.

 

ხელებს წაუსვით (ფრჩხილებამდე) ნიღაბი–პილინგი, რომელსაც ზელენ გაშრობამდე. ამ პროცედურის შედეგად, შორდება კანის ზედა გაუხეშებული ფენა. თუ ამ ეტაპისათვის გამოიყენებთ სკრაბს, მაშინ წაუსვით იგი მსუბუქი, მასაჟის მსგავსი მოძრაოებით. ნარჩენები მოაშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

 

გააკეთეთ პარაფინის ნიღაბი ან აბაზანა. არსებობს ბევრი სხვადასხვა სახის ნიღაბი: გამატენიანებელი, მკვებავი, გამათეთრებელი და სხვა. ეს პროდუქტები შეარჩიეთ ხელებისა და ფრჩხილების მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ პროცედურისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური საშუალებები (წყალმცენარეები, ეთერული ზეთები, შოკოლადი, თაფლი და სხვა). ნიღაბი წაუსვით ხელის მტევანს. უკეთესი ეფექტის მისაღებად ხელები შეახვიეთ ცელოფნით, ხოლო ზევიდან ჩააცვით სელის ან ბამბის ხელთათმანები. 15–20 წუთში ნიღაბი ჩამობანეთ თბილი წყლით. პარაფინოთერაპიის დროს, სრულდება მსგავსი მოქმედებები: ხელები რამდენჯერმე ჩაყავით გამთბარ პარაფინში, შემდეგ შეახვიეთ ცელოფნით და ჩააცვით ხელთათმანები. 15 წუთის შემდეგ მოაშორეთ პარაფინი. ამ პროცედურების შემდეგ კანი ხდება რბილი, დრეკადი, დაჭიმული, აღდგება კანის წყლოვან–ლიპიდური ბალანსი.

 

წაუსვით ხელებს კრემი (ასევე შეიძლიათ გამოიყენოთ: ეთერული ზეთები, ლოსიონი ან მასაჟის რძე) და დაამასაჟეთ. მოძრაობები უნდა იყოს რბილი და მსუბუქი. თავდაპირველად მუშავდება ხელები, ფრჩხილებიდან მტევნამდე, შემდეგ მაჯიდან თითებამდე და ფრჩხილებამდე. ასეთი მასაჟი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისათვის, ვინაიდან ადამიანის კიდურებში მდებარეობს ბევრი ბიოლოგიურად აქტიური, შინაგან ორგანოებთან დაკავშირებული წერტილი. გარდა ამისა ეს პროცედურა ეხმარება კლიენტს მოდუნებასა და ნერვული დაძაბულობის მოხსნაში.

 

წაუსვით ფრჩხილებს გამამყარებელი საშუალება. გაშრობის შემდეგ, შეგიძლიათ შეღებოთ ფერადი ლაკით.