როგორ დავლიოთ ტეკილა - rogor.ge

როგორ დავლიოთ ტეკილა

 

"ტრადიციული" აიღეთ მაღალი, წვრილი ჭიქა და ჩაასხით შიგნით 50 გრამი ტეკილა. საჩვენებელი და ცერა თითს შორის დაიყარეთ მარილი მცირე რაოდენობით, შემდეგ დააწვეთეთ მასზე ერთი ან ორი ლაიმის წვეთი. ეს ყველაფერი ენით და ტუჩებით ალოკეთ და მიაყოლეთ ტეკილა. დალევის შემდეგ ჩაკბიჩეთ ლაიმი. არსებობს ასევე სხვა ვარიანტებიც : -ლაიმი შეცვალეთ ლიმნით; -მარილი აურიეთ შავ პილპილს; -დატოვეთ მარილი მშრალად ხელზე ; -ხელზე ჯერ დაიწვეთეთ წვენი და მერე დაიყარეთ მარილი; -ჭიქის პირზე თითით წაუსვით მარილი და არ დაგჭირდებათ ხელზე მარილის დაყრა.

 

"ტეკილა ბუმ" თანაბარი რაოდენობით აურიეთ ტეკილა და ტონიკი (ან გაზიანი წყალი), შემდეგ კი ამ ორი ხერხეიდან ერთ-ერთი გამოიყენთ : - ერთი ხელი დაფარეთ ჭიქის თავზე, მეორეთი კი დაარტყით მუშტი მაგიდაზე, ეს იწვევს ჭიქაში სასმელის უცებ არევას, როგორც კი ამას იზავთ მაშინვე გადაკარით და დალიეთ ბოლომდე ერთი მოყუდებით; -მაგიდაზე ჭიქა დაარტყით ისე, რომ არ გადმოგეღვაროთ და არც ჭიქა გატყდეს, დააფარეთ ხელი ჭიქას თავზე და მოზომეთ ძალა, როგორც კი აირევა გაზიანი წყალი და ტეკილა ერთმანეთში დალიეთ მაშინვე ბოლომდე.

 

"მექსიკური" ლიმონი გაჭერით შუაზე, მოაშორეთ შიგნით რბილი რაც არის, გამოგივათ "სასმისი" ჩააყარეთ ლიმნის ქერს შიგნით მარილი, გაავსეთ ტეკილით, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონი. დალიეთ სასმელი ასეთი ჭიქით.

 

ტეკილის დალევა შეიძლება პირდაპირაც. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მიაყოლოთ მას არაალკოჰოლური სასმელი "სანგარიტა". მის მოსამზადებლად კი აურიეთ ერთმანეთს ლაიმის წვენი, ტომატის წვენი, და ჩილის პილპილი.

 

ტეკილის დალევის წინ ის აუცილებალად გააცივეთ. მექსიკელები ამ არაჩვეულებრივი სასმელის დალევისას იყენებენ მაღალ და წვრილ სასმისებს. მათ ხანდახან "ცხენებს" უწოდებენ.

 

ტეკილის დალევა შეგიძლიათ როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის შემდეგ. ორივე შემთხვევაში შეძლებთ მის სათანადოდ დაგემოვნებას თუ სწორად მიჰყვებით მოცემულ ინსტრუქციებს.