როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის

 

მოამზადეთ დოკუმენტები საძღვარგარეთ, სავარაუდოდ, დაგჭირდებად მართვისა და ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა. თუმცა, საჭიროა შეისწავლოთ იმ ქვეყნის კანონები, რომელში მოგზაურობაც გაქვთ დაგეგმილი, ვინაიდან შესაძლებელია დაგჭირდეთ სხვა დოკუმენტები. თუ თქვენ მართავთ მაქანას მინდობილობის საფუძველზე, საჭიროა მისი სათანადოდ დამოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემები შეგექმნათ საბაჟოს გადალახვისას.

 

შეაკეთეთ საკუთარი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში) აუცილებელია ყველა სისტემის სწორი ფუნქციონირება. სარკეზე ან საქარე მინაზე გაჩენილი ბზარები, დაზიანებები კუზაოზე, გაფუჭებული წყლისმფრქვეველები, უსაფრთხოების ღვედების არარსებობა და მსგავსი გაუმართაობები, შეიძლება გახდეს საზღვრის გადაკვეთაზე უარის მიღების მიზეზი. გარდა ამისა, ავტომობილი უნდა იყოს მოწყობილი, როგორც ეს მითითებულია ტექნიკური დათვალიერების საბუთში (ტეხ. პასპორტში).

 

შეიძინეთ ყველა აუცილებელი ნივთი მოიმარაგეთ ის ნივთები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ საზღვრის გადაკვეთისას ან სხვა ქვეყანაში. საუბარია, პირველადი დახმარების კომპლექტზე, ცეცხლსაქრობზე, ავარიული გაჩერების ნიშანზე ტროსზე, სათადარიგო საბურავზე და ყველა იმ საგანზე, რომლების ავტომობილში ქონას გათვალისწინებულია იმ ქვეყნის კანონით, რომელშიც მიემგზავრებით. დახმარების კომპლექტსა და ცეცხლსაქრობს საჭიროა დაუთმოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი უნდა შეესაბამებოდნენ განსაზღვრულ ნორმებს. თუ მგზავრობთ პატარა ბავშვთან ერთად, რომლის ასაკი 12 წელზე ნაკლებია, მაშინ აუცილებელია სპეციალური სავარძლის შეძენა.

 

შეამოწმეთ ავტომობილის შესაძლებლობები დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი მანქანა მზადაა მომავალი მგზავრობისათვის, ამისათვის საჭიროა, მისი მაქსიმალურად დატვირთვა (მაღალი სიჩქარე, რთული მანევრები, ძნელად გასავლელი ადგილები). ჩვეულებრივ, ევროპელი ავტომექანიკოსების მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო, თუ მანქანა საზღვრამდეც ვერ მიაღწევს, მაშინ შესაძლოა თქვენი მოგზაურობა უიმედოდ დასრულდეს. თან წაიღეთ რამდენიმე ინსტრუმენტი და ზოგიერთი ნაწილი, იმისათვის, რომ დაზიანების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლოთ მცირე ავტომობილის მწყობრში მოყვანა.

 

შეამოწმეთ საბურავები და ბორბლები ცვეთის პროცენტული მაჩვენებელი უნდა ჯდებოდეს იმ ქვეყანაში დაწესებულ ნორმებში, რომელშიც მიემგზავრებით. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ ზამთარში მოგზაურობა, დააზუსტეთ, შეიძლება თუ არა ხორკლიანი ("შიპებიანი") რეზინის გამოყენება. საიქმე იმაშია, რომ რიგ ქვეყნებში ზამთრის პერიოდში მათი გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.