როგორ გადავაკეთოთ ტანსაცმელი (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ გადავაკეთოთ ტანსაცმელი (ზოგადი რჩევები)

 

გადააკეთეთ ძველი სვიტრი ბლუზად. მოაჭერით სვიტრს სახელურები და ქვედა რეზინა. გაჭერით შუაში და მოაჭერით ქვედა ნაწილი.

 

მიამაგრეთ მოჭრილი რეზინა სვიტრის დარჩენილ ნაწილს და მიაკერეთ მანქანის საშუალებით. სახელურები და წინა ნაწილი დაამუშავეთ უხეში ლენტით. თავდაპირველად ლენტა მიამაგრეთ, შემდეგ კი მიაკერეთ. შუა ნაწილში ლენტის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ელვა.

 

თუ ჯინსებზე დარჩა მოუშორებელი ლაქა, მაშინ მიაკერეთ მას აპლიკაცია, მაგალითად, პეპელა ან ყვავილი.

 

ამოჭერით მოზრდილი ყვავილი თავსაფარიდან. მიაკერეთ ან მიაწებეთ ის შავ-თეთრ სვიტრს და იგი მარტივად მიიღებს გამორჩეულ სახეს.

 

უკვე მობეზრებულ ერთფეროვან მაისურზე გამათეთრებლით ან სპეციალური საღებავით დახატეთ გული, ვარსკვლავი ან ტუჩები. დატკბით ახალი ნივთით :)

 

შავ ქვედაბოლოს ("იუბკას") მიაკერეთ რამდენიმე ოქროსფერი ვარდი ქამარსა და კონტურის გასწვრივ. ამის შემდეგ თქვენი ქვედაბოლო ნაღდად არ დარჩება შეუმჩნეველი.