როგორ ვიცხოვროთ სწორად ისლამის მიხედვით - rogor.ge

როგორ ვიცხოვროთ სწორად ისლამის მიხედვით

 

ისლამი დაფუძნებულია რწმენის 5 თეზისზე 1-ერთი ღმერთის რწმენა 2. ანგელოზების რწმენა 3. საღვთო წერილის რწმენა 4. საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა 5. ბედისწერის რწმენა

 

ნობილია აგრეთვე რწმენისა და რწმენისმიერი ცხოვრების „ხუთი ბურჯი“, მუსლიმთა ხუთი მცნება, ხუთი ძირითადი მოვალეობა 1.ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება - შაჰადა 2.დღეში ხუთგზის ლოცვა - სალათი 3.. მოწყალება - ზაქათი 4.სავალდებულო მარხვა - საუმი 5.მომლოცველობა - ჰაჯი

 

ისლამური ტრადიციები (წესები) 1-აუცილებელია წინა დაცვეთა 2.ლოცვების არაბულ ენაზე თქმა ლოცვის დროს მექისმიმართულებით დგომა 3-მიცვალებულის თავის მექისკენ მიბრუნენა 4-ღორის ხორცსა და ალკოჰოლზე უარის თკმა 5- პარასკევის უქმობა 6- ზაქათი (მოწყალეობის გაღება ) 7-ჰაჯი (პილიგრიმობა მექასადა მედინაში) 8 - დღეში 5 გზის ლოცვა( დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და ღამით დაწოლის წინ ) 9- ლოცვის წინ განბანვა

 

ისლამური მარხვა და დღესასწაულები _ მთავარი მარხვა (არაბ. სავმი) და დღესასწაულია რამადანი (რამაზანი). იგი რამადანის თვეში (მთვარის კალენდრის მე-9 თვე) სრულდება: იწყება სავსე მთვარის გამოჩენისთანავე და 29 ან 30 დღეს გრძელდება (თარიღი მოძრავია). მორწმუნეები დაბინდებამდე არ ჭამენ და არ სვამენ, არ ეწევიან თამბაქოს და სექსუალურ კავშირში არ შედიან, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და, ვიდრე გათენდება, საუზმობენ. ეს წესი ყველა მუსლიმმა უნდა დაიცვას, თუკი საგანგებო ვითარებაში არ იმყოფება. მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც ურაზა-ბაირამი ჰქვია (სხვანაირად: იდ ალ-ფიტრი, ან ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი). დღესასწაულს ზოგადად არაბულ ენაზე უწოდებან „ყიდუნ“, რაც „გახსენებას“ ნიშნავს. რამაზანის მარხვით და დღესასწაულით მუსლიმები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ალაჰმა მუჰამედს ყურანი გარდამოუვლინა. სხვა დღესასწაულებია: 1) ყურბანბაირამი (ურაზა-ბაირამიდან 70 დღის შემდეგ). ესა, მექაში მოსალოცად მგზავრობის აღსანიშნი დღე - დუ ლჰიჯჯა, რომელიც მსხვერპლშეწირვით მთავრდება. ამის გამო მას „ცხვრის დღესასწაულსაც“ უწოდებენ. ამით მუსლიმები იბრაჰიმის მიერ შვილის ნაცვლად ცხვრის დაკვლას მოიხსენიებენ; 2) მავლიდი (მავლუდი) - მუჰამადის დაბადების და გარდაცვალების დღე; 3) მიჰრაჯი - მუჰამადის ზეცად ამაღლების დღე; 4) აშურა ანუ შაჰ-სეი, ვაჰ-სეი.