როგორ გავიგოთ მეტი ბუდიზმზე - rogor.ge

როგორ გავიგოთ მეტი ბუდიზმზე

 

ბუდიზმის 4 ჭეშმარიტი საფუძველია 1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი. 2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ. 3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე. 4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

 

ხსნის გზის 8 საფეხური 1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება. 2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად. 3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე. 4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს. 5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს. 6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს. 7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე. 8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

 

ბუდიზმის 3 ძირითადი სახე 1. თერავადა- თერავადა ბუდისტურ სკოლათაგან ყველაზე კონსერვატულია. მის მიმდევართა მიზანია ყველანაირი დაბინძურებისა და ცდომილებისგან აბსოლუტური თავისუფლების მდგომარეობის მიღწევა. მაჰაიანასთან შედარებით, თერავადას ახასიათებს რაციონალისტური მიდგომა და რიტუალების შედარებით სიმარტივე. თერავადას წმინდა წიგნია პალური კანონი, რომელიც დაწერილია პალურ ენაზე. 2. ვაჯრაინა - ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა, წარმოიშვა მაჰაიანას გარემოცვაში ახ. წ. V საუკუნეში. ალბათ, ვაჯრაიანას საფუძვლებში დევს ინდური ტანტრიზმი, თუმცა ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ მოსაზრებას უარყოფს, ბუდისტურ ტანტრიზმს დამოუკიდებლად განვითარებად მიმდინარეობად გამოყოფენ. ვაჯრაიანა გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალში, მონღოლეთში, რუსეთში, ბჰუტანსა და იაპონიაში (შინგონის სკოლა). მე-8 საუკუნის დასაწყისიდან ვაჯრაიანაში სხვადასხვა ბუდისტურმა სკოლებმა დაიწყეს გამოყოფა: ნიინგმა, კაგიუ, კარმაპა, დუგპა, საკია, კადამპა, გელუგპა. კადამპას გარდა ყველა ეს სკოლა დღემდე შემორჩა. 3. მაჰაიანა - ბუდიზმის ორ მთავარ მიმდინარეობათაგან ერთ-ერთია. მაჰაიანისტური ბუდიზმი ჩამოყალიბდა ინდოეთში. მაჰაჲანა დღეს არსებულ ორ მთავარ მიმდინარეობას შორის უდიდესია, მეორე არის თერავადას სკოლა. მაჰაჲანას ტრადიციის სწავლების მიხედვით, მაჰაჲანა მიისწრაფვის ყველა ცოცხალი არსების ნირვანაში განთავისუფლებისკენ, მას ასევე ჰქვია ბოდდჰისატვაჲანა, ან „ბოდჰისატტვას ეტლი“. მაჰაიანა ბუდიზმი ინდოეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მაგალითად ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში, ვიეტნამსა, და მონღოლეთში. დღესდღეობით მაჰაიანა ბუდიზმის მთავარი მიმდინარეობები არის ძენი