როგორ ავიცილოთ ვალები თავიდან - rogor.ge

როგორ ავიცილოთ ვალები თავიდან

 

არ დახარჯოთ იმაზე მეტი ვიდრე შოულობთ. ამისათვის შეადგინეთ სია ყველა სავალდებულო გასავლების, სია გაწერეთ შემდეგ ხელფასამდე ან შემოსავლებამდე. გაანაწილეთ მათ შორის სხვაობა ისე, რომ მეოთხედი ფულისა დარჩეს თავისუფალი. ეს დარჩენილი მეოთხედი დახარჯეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ან შეიტანეთ დეპოზიტზე ან ყულაბაში.

 

შეიძინეთ ტანსაცმელი მაშინ, როცა არის ფასდაკლებები. ეს მოგცემთ არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ იყიდოთ ბევრი და კარგი ნივთი, არამედ თქვენ შეიძენთ ყველფერს თითქმის პირველნდელ ღირებულებასთან მიახლოებულ ფასად, თან საფულეშიც დაგრჩებათ ზედმეტი ფული სხვა რამის საყიდლადაც.

 

დაივიწყეთ საკრედიტო ბარათის არსებობის შესახებ. ბანკების უმეტესობა იღებს საკომისიოს მათი სარგებლობისათვის, რათქმაუნდა ამ საკომისიოს გადახდა ასოცრიდება ფულთან, რომელიც ფაქტიურად ჰაერშია გადაყრილი. ყველა გადახდა განახორციელეთ ქეშად. მოხსენით ფული საკრედიტო ბარათიდან, სულ მასე მოახდინეთ ანგარიშსწორება. აქვე მინდა გითხრათ, როცა ფული ხელში გიჭირავთ მეტნაკლებად გრძნობთ მის ღირებულბას და იმას თუ რამდენი გაქვთ, ხოლო საკრედიტო ბარათის გამოყენებისას, შეიძლება იმდენი არასაჭირო ნივთი შემოგეყიდოთ და იმდენ ფასად, თანაც გაუცნობიერებლად, თუ რა რაოდენობის ფულს ხარჯავთ.

 

მსხვილი და ძვირიანი ნივთები იყიდეთ ხელფასამდე და არა მაშინვე როცა ხელფასს აიღებთ. როცა ღირებულ ფულს აიღებთ არაა საჭირო მაშინვე მაღაზიებში გაქცევა და მისი დახარჯვა. ასე შეიძლება ძალიან მარტივად დახარჯოთ ნახევარი ხელფასიც კი. შემდეგ ხელფასამდე კი ბევრი გასავალი გაქვთ, ასევე შეიძლება უკეთესი ვარიანტები გამოგიჩნდეთ ფულის დახაჯვის ან გართობის და ამ მიზეზით ვეღარ მოახერხოთ. თანაც დაუფიქრდით, როცა ხელფასამდე ყიდულობთ ბევრ რამეს შემორჩენილი ფულით არც არაფერი გექნებათ სანერვიულო, რამოდენიმე დღეში ახალი შემოსავალი გექნებათ. მშვიდად იქნებით და შოპინგითაც მეტ სიამოვნებას მიიღებთ.

 

ვალის დასაბრუნებლად ახალ ვალს იღებთ? ეს არავითარ შემთხვევაში არ გადაჭრის პრობლემას. უფრო მეტიც, გაამძაფრებს და გადატვირთავს სიტუაციას, როგორც კი გექნებათ საშუალება არ გადადოთ, მაშინვე დაფარეთ ვალი.

 

კრედიტის გადახდისას, მუდამ გახსოვდეთ ვადები, არამც და არამც არ გადააცილოთ ვადებს. თითოეულ გადაცილებულ დღეზე არის ჯარიმები და კიდევ უფრო დაგიმძიმებთ თანხის დაფარვის პირობებს შემდგომში. იყავით წინდახედული და მობილიზებული.

 

იშოვეთ მეტი ! იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ იღებთ ვალებს, ესეიგი არ გყოფნით შემოსავალი. არ ღირს მასე გაგრელება. ვალის აღებით პრობლემა არ იჭრება, შეეცადეთ გამოცვალოთ სამსახური, ან აითვისოთ ახალი პროფესია, ასევე შესაძლებელია აიმაღლოთ კვალიფიკაცია. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, მთავარია სწორად მიუდგეთ შექმნილ დაბრკოლებებს. ფულთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარია დღესდღეისობით.