როგორ გავაკეთოთ ფულის დანაზოგი სახლის საყიდლად - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ფულის დანაზოგი სახლის საყიდლად

 

გამოიყენეთ ყველა არსებული რესურსი ფულის საშოვნელად. თუ გაქვთ ბინა სადაც არავინ ცხოვრობს, ოთახი ან სახლი მთლიანი სადაც არავინ არის ამჟამად გააქირავეთ ის. შემოსული ფული დააბანდეთ ბანკში. ამ გზით ნაკლებად დაგეხარჯებთ და ასევე მას ემატება პროცენტები. არის რიგი ბანკები რომლებიც წელიწადში 8-10 % იღებენ ფულს. შეგიძლიათ ისეთებიც იპოვოთ სადაც მეტი იქნბა პროცენტი, თუმდა დაუკვირდით სანდოობას. როგორც კი თანხა დაგროვდება გახსენით კაპიტალური შენატანი. ბევრი ბანკი იღებს ამ პირობას, 12 თვითდან 2 წლამდე. ასევე მიაქციეთ ყურადღება, კონტრაქტში უნდა ეწეროს, რომ ანაბარი უნდა იყოს შევსებადი, ანუ უნდა გქონდეთ უფლება სურვილისა და შესაძლებლობის შემთხევვაში დაამატოთ თანხა თქვენს ანაბარს, ხოლო პროცენტები უნდა იყოს დათვლილი ყოველთვიურად.

 

იშოვეთ ახალი სამსახური უფრო მაღალი ანაზღაურებით. მართალია ეს არც თუ ისე მარტივია დღესდღეისობით საქართველოში, მაგრამ მონომებული ადამიანი რომელსაც დიდი სურვილი აქ აუცილებლად შეძლებს. თუ ეს არ გამოგდით მაშინ შეეცადეთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია პარალელურად, რომ ახლო მომავალში გქონდეთ პერსპექტივა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის.
.

 

იპოვეთ პარალელური სამუშაო, ალტერნატიული შემოსავლისათვის. დაფიქრდით, რა იცით ისე კარგად რითიც შეძლებთ თავისუფალ დროს იშოვოთ დამატებითი ფული? თუ სწავლობდით უცხო ენებს და იცით რომელიმე საკმარის დონეზე, თარგმნეთ ტექსტები, ამის შესრულება თქვენ სახლშიც შეგიძლიათ, მთავარია ინტერნეტი გქონდეთ. თუ გაქვთ ფინანსური განათლება და იცით ბუღალტერია მაშინ მიწერეთ კომპანიებს რომლებსაც სჭირდებათ დამხმარე ბუღალტერი, რომელიც არ არის შტატში, მაგრამ საჭიროების შემთვევაში კონტრაქტზე მუშაობს და ეხმარება. თვეში სულ რამოდენიმეჯერ იქნება საჭირო ასეთ სამსახურში მისვლა და გარკვეული საათები დაგეხარჯებათ. თუ ხართ იურისტი შეგიძლიათ დაკავდეთ კონსულტაციებით. იურიდიული კონსულტაციები ბევრს სჭირდება. შეეცადეთ, რომ თქვენი ნიჭი და უნარები მაქსიმალრუად გამოიყემონოთ, ნელ-ნელა დააგროვებთ ფულსაც და შეძლებთ ბინის ყიდვას. თუ არ გყოფნით ცოდნა და უნარები შეეცადეთ მაქსიმალურად მცირე დროში აითვისოთ მოთხოვნადი პროფესიები.