როგორ გადავჭრათ კონფლიქტი - rogor.ge

როგორ გადავჭრათ კონფლიქტი

 

საკითხის დახურვა ითვალისწინებს მხარეთა მიერ ერთმანეთის პოზიციების დაინტერესებულ და კეთილგანწყობილ გაცნობას, ერთ-ერთი (ან ორივე) მათგანის მართებულობის საერთო აღიარებას და ამის საფუძველზე კონფლიქტის შეწყვეტას. მოცემული მეთოდი გამოსაყენებელია იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ობიექტური სიმართლის საკმარისად დამაჯერებელი დადგენა (ძლიერი არგუმენტების არსებობისას, სამეცნიერო კამათში, საარბიტრაჟო პროცესზე და ა.შ.).

 

ძალისმიერი ზეწოლა იძულების მეთოდი: ადმინისტრაციული, ეკონომიკური, მორალური. ეს მეთოდი მოითხოვს, რომ ხელმძღვანელი ფლობდეს ძალაუფლებას ან შეუვალ ავტორიტეტს. ეს მეთოდი ამართლებს იმ შემთხვევაში, როცა პრობლემის ღრმად შესასწავლად დრო არ არის (საგანგებო სიტუაციები, კრიზისული სიტუაციები და ა.შ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ, როგორც წესი, ძალისმიერი ზემოქმედება კონფლიქტს მხოლოდ ახშობს და მცირეოდენი შესაძლებლობისთანავე, შეიძლება იფეთქოს ორმაგი ძალით.

 

წინააღმდეგობათა გასწორება ჩვეულებრივ, გულისხმობს შუამავლის მონაწილეობას, რომლის ამოცანაცაა უთანხმოებათა შემცირება, საერთო "დამშვიდება", შეხების წერტილების პოვნა და სხვა. მეთოდი კარგია, როცა ატმოსფერო არ არის ძალიან დაძაბული, არ არის აგრესიულობა, ანტაგონიზმი. მოქმედებების შედეგიანობა ბევრადაა დამოკიდებული შუამავლის პიროვნულ თვისებებზე, აგრეთვე საკითხის გადასაწყვეტად მის მზადყოფნასა და კვალიფიკაციაზე.

 

მოძრაობა ერთმანეთისკენ კომპრომისის: დათმობების, ვაჭრობის, მეორე მხარის მიერ დათმობის სანაცვლოდ მოთხოვნების ნაწილზე უარის თქმის გზა. კომპროსი შეიცავს სერიოზულ შინაგან წინააღმდეგობებს: ერთის მხრივ, შესაძლებელი ხდება კონფლიქტის მოწესრიგება, მეორეს მხრივ მათი წარმოშობის მიზეზები გადაუჭრელი რჩება. ამიტომაც კომპრომისს განიხილავენ როგორც დროებით, ტაქტიკურ ზომას. გარდა ამისა, კომპრომისი არ მუშაობს იქ, სადაც არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება შეუძლებელია.

 

კონფლიქტიდან თავის არიდება ხშირად ყველაზე უფრო ჭრის. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ კამათში დამარცხებას, უმჯობესია ავარიდოთ თავი თვით კამათს. კონფლიქტის დროს პოლემიკაში შესვლით, ადამიანები ჩვეულებრივ მთელ ძალას ხარჯავენ არა ჭეშმარიტების დადგენაში, არამედ თავის სასარგებლოდ ახალი არგუმენტების გამოგონებაში. ამგვარად იზრდება წინააღმდეგობები. წარმოიქმნება მოჯადოებული წრე: დავის საკუთარი თავის სასარგებლოდ სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, მხარეები აჭიანურებენ და აღრმავებენ კონფლიქტს. რაც შეეხება ჭეშმარიტების შესახებ არსებულ ცნობილ გამონათქვამს, რომელიც "კამათში იბადება", ალბათ აქ მხედველობაში აქვთ მეცნიერული კამათი, რომელიც მიმდინარეობს იდეალურ პირობებში მკაცრი წესების დაცვით.