როგორ გამოვიყენოთ ციფრული ფოტოაპარატი ვებ-კამერის ნაცვლად - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ციფრული ფოტოაპარატი ვებ-კამერის ნაცვლად

 

ციფრული აპარატები იყოფა კატეგორიებად, ისინი, რომელთაც აქცს ვებ-კამერის რეჟიმში მუშაობის ფუნქცია და ისინი, რომელთაც არ აქვთ ჩვენთვის საჭირო ეს ატრიბუტი. თუ თქვენი აპარატი მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, მაშინ სირთულეების წარმოქმნას არ უნდა ველოდოთ. ფოტოაპარატი დააკავშირეთ კომპიუტერთან USB პორტის საშუალებით, შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ დამატებითი პროგრამის - დრაივერის დაყენება. ჩვეულებრივ, ის მოყვება კამერას.

 

თავდაპირველად დარწმუნდით იმაში, რომ გამოსახულება აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ყველა ფოტოაპარატს აქვს ეკრანი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სლაიდების ან ვიდეო რგოლების დათვალიერება. თუ დაკავშირების შემდეგ კამერის ეკრანზე აისახა გამოსახულება, მაშინ მას შეუძლია ვებ-კამერის რეჟიმში მუშაობა.

 

Skype-ს საშუალებით ურთიერთობისათვის საჭიროა ამ პროცესის უზრუნველმყოფელი პროგრამის დაყენება. თავდაპირველად დააინსტალირეთ პროგრამა ManyCam. დაყენება გასტანს 20 წამს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას. შემდეგ შეუერთეთ ფოტოაპარატი კომპიუტერს. დარწმუნდით, რომ ნაჩვენებია ცოცხალი კადრი და ჩართეთ ManyCam. აირჩიეთ სიგნალის წყარო. აქედანვე შეგიძლიათ შეცვალოთ ვიდეო გამოსახულების ხარისხი. რის შემდეგაც შეგიძლიათ ვიდეოს პროგრამიდან Skype-სათვის გადაცემა. ამისათვის შედით ინსტრუმენტებში და აირჩიეთ შესაბამისი პუნქტი - ManyCam Video Source. თუ ვიდეო გაჭედავს ან გაჩნდება რამე სხვა ხარვეზი, გაიმეორეთ ყველაფერი თავიდან. | ManyCam-ის გადმოსაწერი გვერდის ბმული | ზომა: 11.4 MB |

 

ციფრული აპარატის მგრძნობიარობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამ საქმისათვის განკუთვნილი ვებ-კამერების უმრავლესობაზე, ასევე არის ფერთა სპექტრის ბალანსირების საშუალება. ძირითად ნაკლოვანებად ითქვლება ელექტროენერგიის მეტი ხარჯვა და გამოსახულების მცირე გაფართოება. მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე ვებ-კამერები ინეტერნეტ მაღაზიისგან Be.ge