თამაშები და გართობა

კაზინოს (აზარტული) თამაშები

ბლექჯეკი

როგორ ვითამაშოთ ბლექჯეკი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ბლექჯეკი თანამედროვე კაზინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშია. ის გაჩნდა საფრანგეთში მე-18 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ იმ დროს ატარებდა სხვა სახელწოდებას - ოცდაერთი. სახელწოდება -ბლექჯეკი ამ თამაშმა უკვე ამერიკულ კაზინოებში მიიღო. ადგილობრივი სათამაშო ბიზნესის ხელმძღვანელებმა ცოტათი შეცვალეს წესები, რათა თამაში მეტად პოპულარული გამხდარიყო სტუმრებს შორის. მათ შესთავაზეს მომხმარებლებს არც თუ ისე ცუდი ბონუსები, თუ მათ ამოუვიდოდათ ვალეტების წყვილი, სწორედ ამის შემდეგ მიიღო თამაშმა სახელწოდება ბლექჯეკი ("შავი ვალეტი"). გაინტერესებთ როგორია მისი წესები?

 

საფეხურები

  1. 1 ბლექჯეკის წესები საკმაოდ მარტივია. თქვენ თამაშობთ დილერის წინააღმდეთ, ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანთან ერთად თამაში. კრუპიე 2 კარტს გირიგებთ თქვენ და 2-ს თავისთვის ირიგებს. ბლექჯეკის ვარიაციებიდან გამომდინარე თქვენ შეძლებთ დილერის ერთი ან არცერთი კარტის დანახვას. თითოეულ კარტს აქვს თავისი ნომინალი. ნახატიან კარტებს ("ვალტები, დამები და კაროლები") ენიჭებათ 10 ქულა, დანარჩენი კარტების ნომინალი შესაბამება მათ რიცხვს, ხოლო ტუზი უდრის 1-ს ან 11-ს, დამოკიდებულია მოთამაშის სურვილზე.
  2. 2 თამაშის მიზანია შეაგორვოთ კარტები ქულებით 21 ან მაქსიმალურად მასთან ახლოს მდგომი რიცხვი. პირველ ორ კარტზე შეგიძლიათ დაამატოთ კარტების ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ აქ მთავარია არ გადააჭარბოთ. თუ თქვენი კარტების ქულათა ჯამი გადააჭარბებს 21-ს, თქვენ ავტომატურად ცხადდებით დამარცხებულად. ყველაზე დიდი კარტი თამაშში არის - ბლექჯეკი. კომბინაცია ბლექჯეკი - ეს არის პირველი ორი კარტი, რომელთა ჯამური ქულა 21-ის ტოლია (მაგალითად, 9-იანი და ტუზი). მსგავსი კომბინაციის მქონე მოთამაშე ყოველთვის იგებს რაუნდს.
  3. 3 ადგილობრივ კაზინოებში ჩვეულებრივ თამაშობენ არა ერთი, არამედ 6-8 კალოდით. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო ნაკლები ხალხი იღებს მონაწილეობას თამაშში, მით უფრო იზრდება თქვენი მოგების შანსი. დილერი ვალდებულია დაიცვას გარკვეული წესები. მაგალითად, ის ვალდებულია აიღოს კარტები მანამდე, სანამ მათი ჯამი არ შეადგენს 17 ქულას, შემდეგ კი ვალდებულია შეჩერდეს. თუ თქვენი და დილერის კარტების ქულათა ჯამი ტოლია, მაშინ ცხადდება ფრე და უკან გიბრუნდებათ თქვენი ფსონი. თუ თქვენი ქულათა ჯამი მეტია, ვიდრე დილერის, მაშინ თქვენ იგებთ პროპორციით 1:1. იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და ამოგივიდათ კომბინაცია ბლექჯეკი, მაშინ თქვენი მოგების პროპორციაა 3:2.