როგორ გავხდეთ უფრო აქტიური სტუდენტი - rogor.ge

როგორ გავხდეთ უფრო აქტიური სტუდენტი

 

ESN.Tbilisi ISU. საქართველოში დაარსდა 2011 წლის 8 აპრილს, მისი დასახელებაა International Students Union, იმავე წლის 29 სექტემბერს კი გახდა ყველაზე მსხვილი ევროპული სტუდენტური ორგანიზაციის ESN ის Erasmus Student Network-ის წევრი, ანუ ადგილობრივი სექცია. მას შემდეგ ჰქვია ESN.Tbilisi ISU. . ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სამედიცინო უნივერიტეთთან, შავი ზღვისა და სოხუმის უნივერსიტეტებთან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ შენ გაქვს საშუალება გახდე უფრო აქტიური და წარამტებული სტუდენტი შემდეგი გზებით:

 

მიიღო სამუშაო გამოცდილება. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციაში არის მეგობრული გარემო, შენ გაქვს საშუალება აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციის მართვაში. აირჩიო კონკრეტული დეპარტამენტი და იზრუნო ორგანიზაციის განვითარებაზე. ეს შენ შეგმატებს გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს. თუ თქვენ არ ხართ დასაქმებული ამჯერად, გაქვთ თავისუფალი დრო, გაოიყენეთ ის რაციონალურად. გახსოვდეთ, სამსახურის დაწყებისას ყველგან არის კითხვა, თქვენი წინა გამოცდილების შესახებ. არ იქნება ურიგო თუ გამოიყენებთ ამ შანსს. ერთია თეორიული ცოდნა და მეორეა პრაქტიკულად იყო დასაქმებული.

 

გაიცნო ახალი მეგობრები და გაამდიდრო საკუთარი კონტაქტების სია. სტუდენტობა ასევე ასოცირდება ახალ მეგობობრებთან, გართობასთან, დროის ტარებასთან. ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ შენ აუცილებლად გაიჩენ ახალ მეგობრებს. საქმესთან და გართობასთან ერთად მარტივია საინტერესო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. ორგანიზაციის მიზანია მოტივირებული და წარმატებული სტუდენტებისგან შემდგარი გუნდით მუდმივი განვითარება. მიიღე და გაუზიარე ცოდნა ახალ მეგობრებს, გაერთე და განვითარდი მათთან ერთად. ასევე გექნება ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა სტუდენტებთან და ორგანიზაციებთან.

 

იმუშავო საინტერესო საგრანტო პროექტებზე. ასევე გეძლევათ საშუალება მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. ორგანიზაციაში მუდმივიდ მიმდინარეობს სხვადასხვა საგრანტო პროექტებზე მუშაობა, შენ შეგიძლია ჩაერთო ან სრულიად ახალი იდეა და დონორი შესთავაზო ორგანიზაციას. შეკრიბო მოტივირებული გუნდი შიგნით და იმუშავო პროექტებზე. მიიღო გრანტი, ნიშნავს ორგანიზაციის წინსვლას, ასევე პირად წარმატებას, ფინანსურ სარგებლს და პროექტების მართვის და მონაწილობის მიღების დიდ გამოცდილებას. ორგანიზაციას უკვე აქვს მიღებული რამოდენიმე გრანტი, ახლაც მიმდინარეობს გრანტი სახელწოდებით Education is your right, რომელიც ფონდია "ღია საზოგადოება საქართელოს" მიერ არის დაფინანსებული. პროექტის მიზანია განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენა.

 

ჩაერთო სოციალურ პროექტებში. გახდი მოხალისე. რათქმაუნდა ყველა პროექტი არ არის ფულზე გათვლილი. ერთ-ერთი პრიორიტეტულია მოხალისეობის დანერგვა. ESN.Tbilisi ISU. ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. მისი წევრები იღებენ მონაწიელობას სხვადასხვა გამწვანების აქციებში, ასევე შაბათ კვირას მორიგეობენ კათარზისში ქართველ წევრებთან ერთად უცხოელი სტუდენტები და იქ მომუშავე პერსონალს ეხმარებიან სრულიად უსასყიდლოდ, უმწეოებისა და მიუსაფრების მომსახურებაში. ეს მცირედი ჩამონათვალია რითაც ორგანიზაცია და მისი წევრები არიან დაკავებულები.

 

ჩაერთო სადისკუსიო ჯგუფებში. გაუზიარე საკუთარი აზრი სხვებს, გაიგე მათი აზრი, ჩაერთე დებატებში და სადისკუსიო ჯგუფებში. ეს არის სახალისო, საინტესო და სასარგებლო ერთად. თუ გაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები კონკრეტულ საგნებსა მოვლენებზე და თემებზე, შეუერთდი მათ. გახდები მეტად ინფორმირებული. ტრენინგები ორგანიზაციაში ასევე პერიოდულად იმართება ტრენინგები სხვადასხვა პროფესიული და პირად განვითარების მიზნით. ეს ყველაფერი რათქმაუნდა კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ESN.Tbilisi ISU-ს. წევრები და ადმინისტრაცია, მზად არიან ერთმანეთს გაუზრიონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, იქნება ეს თეორიული თუ პრაქტიკული, ორგანიზაციის დევიზია Students For Students !

 

გქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელებთან. ორგანიზაციის წევრები არიან, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები და სხვადახსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. სტუდენტები რომლებიც საქრთველოში იღებენ უმაღლეს განათლებას. ESN.Tbilisi ISU-ს ერთ-ერთი არსებობის მიზანია მათთვის საქართველოს კულტურის გაცნობა, მათი ჩართვა სხვადსხვა პროექტებში. ამისათვის მიმდინარეობს რამოდენიმე პროექტი. ყველაზე მნიშნველოვანია Language Club. ამ პროექტის საშუალებით ქართველი სტუდენტები სრულიად უსასყიდლოთ ასწავლიან ქართულ ენას უცხოელ სტუდენტებს. თვითობ პროგრამაც საინტერესოდ არის შედგენილი და სახალისოდ მიმდინარეობას ენის კურსები მათთვის. ასევე არაქართველ სტუდენტებთან ერთად ეწყობა ფილმის საღამოები, მუზეუმებში სტუმრობა, დისკუსიები და სხვა ბევრი საინტერესო რამ. თუ გაქვს სურვილი გქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის ხალხთან ეს კიდევ ერთი მიზეზია ამ ორგანიზაიაში გასაწევრიანებლად.

 

იყო ინფორმირებული გაცვლითი პროექტების შესახებ. ბევრ სტუდენტს ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება ევროპაში. თუ შენ მათ რიცხში ხარ და აქტიურად ფიქრობ ამ საკითხზე არც უნდა დაფიქდე გაწევრიანებაზე. ევროპის მასშტაბით ESN არსებობს 36 ქვეყანაში,422 სექცია ჩვენის მსგავსად , და 12 000 ზე მეტი წევრი. აქვე გაითალისწინეთ, როგორც საქართველოში მცხოვრებ უცხოელ სტუდენტებზე ხორციელდება მათი დახმარება, კულტურის გაცნობამ სხვადსსხვა ექსკურსიები და პროექტები მათთვის, ასევე შენ თუ აპირებ წასვლას იმ ქალაქში და უნივერსიტეტში სადაც ESN ფუნქციონირებს დარწმუნებული იყავი, შენ მიგიღებენ იქ როგორც თავისიანს. დაგეხმარებიან განთავსებაში, ქალაქში გარკვევაში, გაგაცნობენ საჭირო ინფორმციებს, იქნება სხვადასხვა ტრენინგები და საინტერესო პროექტები, რადგან ეს არის ერთიანი ორგანიზაცია რომელიც დაყოფილია სექციებად, საქართველოს სექციის წევრობა ავტომტურად ნიშნავს მათ წევრობას. გამოიყენე ეს შანსი.

 

ორგანიზაციის ეგიდით წახვიდე სხვადასხვა შეკრებებზე და წარადგინო ჩვენი საქმიანობა. გარდა სასწავლოდ წასვლისა, ყოველწლიურად ხდება სხვადასხვა შეხვედრები, სხვადასხვა ქვეყნებში. საქართელოდანაც აქტიური წევბრები ხშირად დადიან. რაც ყველაზე საინტერესოა შენ იხდი მხოლოდ გზის ფულს და სიმბოლურ თანხას რომელიც განსაზღვრულია ამა თუ იმ პროექტისათვის, არაუმეტეს 60 ევრო. დანარჩენ ხარჯებს ESN იღებს თავზე. როგორც წესი ეს შეხვედრები გრძლებდება 4-5 დღე. საინტერესოა ევროპელ სტუდენტებთან ერთად სხვადსხვა ვორკშოფებშ მონაწილობის მიღება, დათვალიერება ახალი ადგილების და კულტურის გაცნობა.

 

ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია : ვებ გვერდი ESN Tbilisi ISU ESN Tbilisi ISU - Facebook-ზე ESN Tbilisi ISU ელ-ფოსტა: Info@esn.ge
ასევე აუცილებლად იხილეთ ESN ის ჰიმნი სლაიდით