კულინარია

სამარხვო კერძები

როგორ მოვამზადოთ გოგრა-ბარდას წვნიანი

როგორ მოვამზადოთ გოგრა-ბარდას წვნიანი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

გოგრა-ბარდას წვნიანი საკმაოდ მარტივი და სწრაფად მომზადებადი კერძია, რომელიც გამოირჩევა გემოთი და ბოსტნეური მრავალფეროვანი შემცველობით. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა სამარხვო საჭმელებს შორის.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 300გ გოგრა
  • 2 კარტოფილი
  • ნახევარი ჭიქა მშრალი ბარდა
  • 1 სტაფილო
  • ოხრახუშის ან ნიახურის ფესვი
  • მცენარეული ზეთი
  • წიწაკა
  • ოხრახუშის ან კამას მწვანილი
  • მარილი

საფეხურები

  1. 1 წყალი გადაავლეთ მშრალ ბარდას და დატოვეთ წყალში დასალბობად მთელი ღამით. დილით წყალი გადაასხით, ქვაბი აავსეთ ახალი წყლით, ჩაყარეთ მასში ბარდა და დადგით საშუალო ცეცხლზე ნახევრად მომზადებამდე (დაახლოებით 30 წუთით).
  2. 2 ეს დრო გამოიყენეთ კარტოფილის გასარეცხად და გასათლელად, დაჭერით ოთხკუთხედებად და ჩაყარეთ ქვაბში. ხახვი, კარტოფილი და ოხრახუშის ფესვი გაწმინდეთ, დაჭერით და შეწვით მცენარეულ ზეთში.
  3. 3 წინასწარ დაწმენდილი გოგრა დაჭერით ოთხკუთხედებად. მას შემდეგ, რაც კარტოფილის ჩაყრიდან გავა 15 წუთი, წვნიანში დაამატეთ დანარჩენი ბოსტნეული.
  4. 4 დაუმატეთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი მსწავნილი და მოხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში იქამდე, სანამ გოგრა არ გახდება ნახევრადგამჭირვალე. უკეთესი იქნება, თუ გამზადებულ გოგრა-ბარდას წვნიანს მიიტანთ სუფრაზე მომზადებისთანავე.