როგორ მოვაწყოთ პიკნიკი - rogor.ge

როგორ მოვაწყოთ პიკნიკი

 

წინასწარ შეატყობინეთ ყველას, ვისთან ერთადაც აპირებთ ბუნებაში დასასვენებლად წასვლას. მოაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება პიკნიკისათვის ადგილის შერჩევა. თუ აპირებთ აღსანიშნავი მოვლენის აღნიშვნას მეგობრების წრეში, ღონისძიებისათვის შეარჩიეთ მდინარის ნაპირი, ტბა ან ველი ქალაქისგან მოშორებულ ტყეში. არ დაგავიწყდეთ, თუ ამინდი მშრალია, პიკნიკის ტყეში მოწყობა აკრძალულია, ამიტომაც რჩება მხოლოდ მდინარის ნაპირი ან ტბა.

 

მოიფიქრეთ მეთოდი, რომლის საშუალებითაც მიხვალ პიკნიკის მოწყობის ადგილამდე და უკან. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია საკუთარი ტრანსპორტის გამოყენება. რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი საკმარისი იქნება საჭირო ნივთების, კარვების და მაყალის დანიშნულების ადგილამდე მისატანად. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ კომერციული ტრანსპორტის გამოყენება, მიკროავტობუსის დაქირავება და ღონისძიების მოწყობის ადგილამდე მისი საშუალებით მისვლა.

 

შეადგინეთ მენიუ. გექნებათ 2 ძირითადი ვარიანტი. თქვენ თან მიგაქვთ ყველაფერი, რაც მოამზადეთ სახლში და დამატებით აბასთურმებთ ხორცს, ყიდულობთ კუპატს, სარდელებს და ამ ყველაფერს ამზადებთ მაყალზე. არ დაგავიწყდეთ საკმარისი რაოდენობის გამაგრილებელი სასმელის შეძენა, ჩაისა და ყავის მოსამზადებლად საჭირო მასალის წაღება. თუ აპირებთ მნიშვნელოვანი ამბის აღნიშშვნას, თქვენი მეგობრების გემოვნებისა და სურვილის შესაბამისად შეარჩიეთ ალკოჰოლური სასმელი.

 

პროდუქტები, მაყალი, ხის ჩხირები, სითხე ცეცხლის ასანთებად, გასაშლელი მაგიდა და სკამები - ესაა ყველა იმ აუცილებელი ნივთის დასახელება, რომლებიც დაგჭირდებათ ბუნებაში დასასვენებლად გასასვლელად. თამაშები - აქტიური დასვენებისათვის .

 

მაგიდის გასაწყობად გამოიყენეთ ერთჯერადი ან სპეციალური ჭურჭელი, ქაღალდის და სველი ხელსახოცები, მოსასხამი, მაგიდის გადასაფარებელი, გასაშლელი მაგიდები, სკამები, ტომრები ნაგვის ჩასაყრელად.

 

თუ თან მიგაქვთ პროდუქტები, რომლებიც საკმაოდ მოკლე დროში ფუჭდება, იზრუნეთ ჩანთა-მაცივრებზე, რომელთა დიდი არჩევანიც წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში. მათი შეძენა შესაძლებელია სამოგზაურო ნივთებისათვის სპეციალურად განკუთვნილ განყოფილებაში.

 

თან წაიღეთ აქტიური დასვენებისათვის განკუთვნილი თამაშები. კარგი იქნება ბაგბინტონი, ფრენბურთის ან ფეხბურთის ბურთები. თუ გეგმავთ ცურვას, შეიძლება გასაბერი მატრასების, რეზინის ვანების, სამაშველო წრის წაღება.