როგორ გავწმინდოთ სახლი სულებისგან - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ სახლი სულებისგან

 

პირველ რიგში, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ არ გეჩვენებათ და ეს ყველაფერი არ არის ფანტაზიის ნაყოფი. დახურეთ ყველა კარები, ასევე ფანჯრები. თუ რომელიმე მათგანი მაინც გაიღება ან გაიგებთ ხმას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ეჭვები მართლდება.

 

აიღეთ ფურცელი და დაწერეთ, რა ხდება თქვენს სახლში. აღწერეთ თქვენი გრძნობები, შეიძლება ეს იმ მომენტში არ იყოს მარტივი და შიშის გამო ვერ შეძლოთ კარგად გადმოცემა, მაგრამ აიყვანეთ თავი ხელში და დაწერეთ რასაც გრძნობთ და განიცდით, რას ხედავთ და გესმით. მოახდინეთ კონცენტრაცია, თუ ისევე ფიქრობთ, რომ იქ ვინმე იმყოფება კიდევ, ხმადაბლა წამორთქვით "თუ აქ არის ვინმე, წააქციე სკამი" სავსებით შესაძლოა, რომ ეს მოხდეს, ან ნაბიჯების ხმა გაიგონოთ.

 

რადგან ეჭვები გამართლდა სხვა გზა არ არის დარჩენილი. საქარველოში არამგონია არსებობდეს სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც დაკავებული იქნება სულებით და მოჩვენებების სახლიდან განდევნის მომსახურებით, თუმცა დამერწმუმეთ, რომ ამერიკაში, რუსეთში და ევროპაში, არსებობს ასეთი ორგანიზაციები და არსებობენ ცალკეული ადამიანები, რომლებსაც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქვთ ქცეული.

 

გირჩევთ აკურთხებინოთ სახლი, დაიწყოთ ლოცვა, ხშირად იაროთ ეკლესიაში, იმარხულოთ და ეზიაროთ. თუ გამეორდება ასეთი მოვლენები, რომლებიც ზემოთ არის აღწერილი, სთხოვეთ სულს დატოვოს თქვენი სახლი. უთხარით, რომ გეშინიათ მისი და დისკომფორტს გიქმნით. არსებობს სხვადასხვა სახის სულები. იმედია თქვენი "ახალი მეზობელი" არ იქნება უარყოფითად განწყობილი თქვენს მიმართ და მოგისმენთ. მოატარეთ სახლში დილაობით საკმეველი და მიაპკურეთ ნაკურთხი წყალი ავეჯს.