როგორ მოვიგოთ დომინო - rogor.ge

როგორ მოვიგოთ დომინო

 

იყავით დაკვირვებული იმისათვის, რომ შეძლოთ ამ თამაშის ხშირად მოგება ეს თვისება უდაოდ გამოგადგებათ. საჭიროა დააკვირდეთ მოწინააღმდეგეს, თუ როდის იწერს ის და რამდენს ჩამოდის "ჩოთქზე". შეიძლება სულ არ უნდოდეს მას და მექანიკურად შეეშალოს რამაც სავსებით შესაძლოა შეცვალოს თამაშის ბედი.

 

არ იჩქარო ნაჩქარევად თამაში საფრთხილოა. შეაფასე შენი ქვები და მაგიდაზე არსებული სიტუაცია. შეიძლება იწერდე კონკრეტულ მომენტში ბევრს, მაგრამ უარი თქვა, რადგან უკეთესი შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ თავად შეძლო თამაშის დასრულება და ხელში უფრო მეტი ქვის დაჭერა მოწინააღმდეგეებისთვის.

 

მახსოვრობა დაიმახსოვრე თუ რა ქვებს ჩამოდის თითოეული მოთამაშე, იქნება ის შენიანი თუ მოწინააღმდეგეები. დააკვირდით თუ რომელ ქვაზე არიდებენ ჩამოსვლას, თუ რის შემდეგ ტოვებენ სვლას. ასევე საჭიროა იცოდეთ მიახლოებით რა ქვები ჰყავს თქვენს პარტნიორს. ყურადღებით უყურეთ მის თამაშს და შეეცადეთ, რომ შეუმსუბუქოთ თამაში თუ ის ამთავრებს, ან ცუდი ქვები ჰყავს და გამოუვალ სიტუაციებშია.

 

როდესაც ატყობთ, რომ კონკრეტულ ხელში არ გიმართლებთ და დაბალი ქვა მოგდით, რის გამოც ვერ ახერხებთ დაწერას, მუდმივად შეეცადეთ შეამციროთ ქვების ჯამი მაგიდაზე, რადგან მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს უპირტესობების დაწერა და გამოყენება. ხოლო თუ გყავთ მაღალი ქვები და თამაში ისე მიდის, რომ ვერ დაამთავრებთ, ან მკვდარი ქვა გყავთ რომელიც წყვილია და 6 ივე მაგდაგვარი ქვა მაგიდაზეა და ახალი არ დაიდება, შეეცადეთ, მოიშოროთ ზედმეტი ქვა. ეს შეამცირებს თქვენს ხელში დარჩენილი ქვების ჯამს და ნაკლებ ქულებს დაიწერენ მოწინააღმდეგეები.

 

სწორი სტრატეგია უნდა გესმოდეთ პარტნიორის. არის მომენტები, როდესაც პარტნიორები სხვადასხვანაირი სტილით თამშობენ, ერთი ამატებს ქვების საერთო ჯამს, მეორე კი ამცირებს - ერთი მათგანი ცდილობს, რომ მოწინააღმდეგეს ჩაუკეტოს საჭირო ქვები რათა გაატაროს სვლას, ხოლო მეორე უხსნის სხვა ახალ ქვაზე თამაშის შესაძლობლობას. შეეცადეთ ითამაშოთ კომბინირებულად. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არ შეიძლება და არც მინიშნება, თამაშიდან გამომდინარე ყველაფერი ჩანს. კიდევ ერთხელ იყავით ყურადღებით. შეეცადეთ მიხვდეთ და გაუგოთ თუ რას ცდილობს თქვენი პარტნიორი.

 

იმ შემთხვევაში თუ შვიდი ქვიდან უმეტესობა წყვილები ამოგივიდათ, მაგალიტად 2:2, 3:3, 5:5, 6:6 შეეცადეთ მოიშოროთ ასეთი ქვები მალევე, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ "დაიკეთოს თქვენი ქვა" ანუ მოკვდეს, დაიხუროს, როგორც დომინოს მოთამაშეები ეძახიან. ხოლო თუ ერთი სტილის ქვა ბევრი მოგივიდათ, მაგალითად 3 იანები 4 ცალი ან 5, შეეცადეთ მაგიდაზე ყველაფრის გასამებას. ამით შეძლებთ გაატაროთ ყველა და თქვენ დაამთავროთ პირვლემა, ხოლო ხელში დარჩენილი ქვების ჯამი თქვენს სასარგებლოდ დაგიწერთ ქულებს.