როგორ გავუკეთოთ ორგანიზება კვებას დიაბეტის დროს - rogor.ge

როგორ გავუკეთოთ ორგანიზება კვებას დიაბეტის დროს

 

დიაბეტური კვების რაციონის შედგენისას, გამორიცხეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ ადვილადგადამუშავებადი ნახშირწყლები. მათ რიცხვს ეკუთვნის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: შაქარი, მურაბა, ჯემები, ტკბილეული, კამფეტები, თეთრი პური, თაფლი, ყურძენი, ბანანი, ქიშმიში.

 

ვინაიდან სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობა იწვევს დიაბეტის პროგრესირებას, მოხრაკულ საჭმელზე საჭიროა ტაბუს დადება. დაივიწყეთ მაიონეზი, ძეხვოვან პროდუქტები, ცხიმიან ყველი და ხორცზი. მცირე რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ ნაღების კარაქი და არაჟანი.

 

კონსერვები, ცხარე, მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, მარინადები, ალკოჰოლი - აკრძალულია. ასევე უარი თქვით ყველა პროდუქტზე, რომელიც ერთდროულად შეიცავს ცხიმებსა და მარტივ ნახშირწყლებს. ასეთი პროდუქტებია: ნაყინი, კრემიანი ნამცხვარი, რძიანი შოკოლადი.

 

სამკურნალო დიეტის მენიუში შეიტანეთ შავი პური, წვნიანები (უმჯობესია ბოსტნეულის), წვნიანები, გამომცხვარი საკვები ან რამდენიმე კერძი, რომელიც მზადდება უცხიმო ხორცის, ფრინველისა და თევზისაგან. მარცვლოვანთა ჯგუფიდან უპირატესობა მიანიჭეთ შვრიასა და წიწიბურას, შეზღუდულად მიიღეთ ბრინჯი, ქერი და ფეტვი. მანის ფაფა კი არ არის თქვენთვის განკუთვნილი.

 

ხშირად მიირთვი ხილი და მჟავე კენკრა (ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, მოცვი), ასევე მწვანილი. ბოსტნეულიდან მიირთვით: კომბოსტო, კიტრი, ხახვი, ისპანახი. სასურველია შავი ან მწვანე ჩაის დაველა, შაქრის დიაბეტის დროს ყავის ნაცვლად, სჯობს დალიოთ ვარდკაჭკაჭა.

 

არ თქვათ უარი უცხიმო ყველზე, მიირთვით ის ყოველდღე. ეს პროდუქტი, ისევე როგორც შვრია, წიწიბურა და ქატო, ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობისა და ორგანიზმში ცხიმის გაცვლის ნორმალიზებას. საკვები მიიღეთ ხშირად (სასურველია დღეში 5-6 ჯერ) და მცირე პორციებით.