როგორ შევინახოთ ბავშვის საკვები - rogor.ge

როგორ შევინახოთ ბავშვის საკვები

 

ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია - ზოგჯერ შენახვის პირობები აწერიათ ზედაპირზე, მაგრამ მხოლოდ გაუხსნელი პროდუქტისათვის. როგორ უნდა შეინახოთ უკვე გახსნილი ქილა, მითითებულია იშვიათად. თუ რამე მიზეზების გამო ინფორმაცია არ არის, მაშინ იმოქმედოთ ბავშვთა საკვების შენახვის საერთო წესებით.

 

არ დატოვოთ გახსნილი ქილა მაცივარში 2 დღეზე მეტი - პატარას საკვები საბოლოოდ გაფუჭდება. ამასთან ერთად, არ ღირს მთელი ქილის გაცხელება, არამედ მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის ვადა შემცირდება 1 დღემდე. შენახვის სტანდარტული ტემპერატურა არის - 0ºС-დან +12ºС-მდე გაუხსნელი ქილისათვის. გახსნილი ქილისათვის კი 0ºС-დან +4ºС-მდე (მაცივრის საშუალო ტემპერატურა). თუ არ გაქვთ გახსნილი ქილის მაცივარში შენახვის საშუალება, მაშინ ოთახის ტემპერატურიდან გამომდინარე შენახვის ვადა იკლებს 4-6 მდე. +20ºС-მდე ტემპერატურაში ძლებს - 6 საათი, ხოლო უფრო მაღალზე - 4 საათი.

 

გადააგდეთ პიურე ან იოგურტი - თუ ეჭვი გეპარებათ ბავშვისთვის 3 დღის განმავლობაში მაცივარში შენახული საკვების მიცემის უსაფრთხოებაში. მაღაზიებში არსებული ბავშვთა საკვები მარაგი ეყოფა ყველას, ფხვნილოვანი პროდუქტი კი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებისა და ისეთი ნივთიერებების დიდ რაოდენობას, რომლებიც დამზადებული მასის ამჟავების შემდეგ გაჩნდნენ. გახსოვდეთ, რომ გარეგნული იერსახე და არომატი უნარჩუნდება პროდუქტს მისი შენახვის მთელი ვადის განმავლობაში, ამიტომაც ძალიან რთულია გაფუჭებული პროდუქტის ნორმალურისგან გარჩევა. ბავშვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ზედმეტი ქილა.

 

ყურადღება მიაქციეთ, თუ რა პირობებში ინახება ბავშვთა საკვები მაღაზიაში. ნდობის ღირსია გაგრილებული დახლები და გრძელი ვადის მქონე პროდუქტი, ხოლო დახლები სადაც ტემპერატურა +30ºС-ზე მეტია, მაშინ თქვენი ეჭვი გამართლებული იქნება. გახსოვდეთ, რომ იმპორტულსა და ადგილზე წარმოებულ პრდუქტებს შორის სხვაობა თითქმის არაა: გადაზიდვა ევროპის ტერიტორიაზე ხორციელდება მკაცრი კონტროლის ქვეშ, ხოლო საქართველოში როგორც შემოტანილი, ასევე აგილზე წარმოებული პროდუქტი გადაადგილდება შესაბამისი კონტროლის გარეშე.