როგორ გავწმინდოთ ოქრო - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ ოქრო

 

ოქროს ნაკეთობები რეკომინდირებულია გაწმინდოთ თვეში ერთხელ და ისინი მუდამ გაგახარებენ თავისი უნიკალური ბრჭყვიალით. რათქმაუნდა ჩვენ შეგვიძლია ბეჭდები, საყურეები და სხვა საიუველირო ნაკეთობები მივიტანოთ საიუველირო მაღაზიაში, სადაც თავისუფლად გავიწმინდავენ მათ. მაგრამ ეს საკმაოდ ადვილია და თავისუფლად შეგვიძლია იგივე პროცედურა ჩავატაროთ სახლში.

 

ტრადიციული ხერხი- წავუსვათ სპეციალური პასტა, რომელი ასევე იყიდება საიუველირო მაღაზიაში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ოქრო ჩავდოთ საპნიან წყალში ან სხვა სარეცხ საშუალებაში. სასურველია დავამატოთ ცოტაოდენი მინერალური წყალი, ის კარგად წმინდავს ჩამჯდარ ჭუჭყს. 10-15 წუთით დავტოვოთ ნაკეთობა ხსნარში, პატარაზე მოურიოთ ჭუჭყი უფრო მარტივად, რომ მოშორდეს. შემდეგ ნაკეთობა ამოიღეთ ხსნარიდან და გაწმინდეთ ცოტა რბილი ჯაგრისით. გამოდგება ნახმარი კბილის ჯაგრისი და ბოლოს გავამშრალოთ ოქრო რბილი ქსოვილით.

 

ოქროს ნაკეთობები ძვირადღირებული ქვებით უნდა გაიწმინდოს ძალიან ფრთხილად. მაგალითად თუ ქვა დაწებებულია, მაშინ ნაკეთობის წყალში ჩადება არ შეიძლება. ფირუზი, ზურმუხტი, მარჯანი და სხვა რბილი ქვები არ შეიძლება გაიწმინდოს ძლიერ ხსნარებში მაგალითად ნიშადურის სპირტში. ცირკონი, ციტრინი, ფიატრინი პირიქით შეიძლება და აუცილებელიცაა ჩაიდოს ნიშადურის ხსნარში.(ერთი ნაწილი ნიშადურის სპირტი ექვსთან ნაწილ წყალზე).

 

უნიკალური ხერხი ოქროს სამკაულების ქვებით გაწმენდა სპირტით. ნაკეთობა დავასველოთ სპირტში და გავწმნიდოთ რბილი ნაჭრით დასველებული საპნის წყლით. შემდეგ ნაკეთობები დავალაგოთ ისე, რომ დარჩენილი წყალი აორთქლდეს.