როგორ გავუშვათ Xbox-სათვის გამოშვებული თამაშები პერსონალურ კომპიუტერზე - rogor.ge

როგორ გავუშვათ Xbox-სათვის გამოშვებული თამაშები პერსონალურ კომპიუტერზე

კონსოლური თამაშების კომპიუტერზე გასაშვებად გამოიყენება სპეციალური ემულატორები. მაგრამ თუ თქვენი ემულატორი სტაბილურად მუშაობდა ძველ მოწყობილობებზე, შესაძლოა ის მოძველებული აღმოჩნდეს Xbox360-სათვის. დასაწყისისათვის საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენ კომპიუტერს გააჩნია საკმარისი სიმძლავრე. თქვენ გესაჭიროებათ მინიმუმ: 2 ბირთვიანი პროცესორი, 3.2 GHz-ზე მეტი სიხშირით, 2 GB ოპერატიული მეხსიერება და დისკრეტული 512 MB-იანი ვიდეოკარტა. საერთოდ, რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებლები, მით უფრო მეტია თამაშის კომპიუტერზე გაშვების ალბათობა.

როგორც ავღნიშნეთ, თამაშების გაშვებისათვის გამოიყენება სპეციალური ემულატორები. გადმოიწერეთ ემულატორი Cxbx-0.7.8c. მას არ სჭირდება დაინსტალირება. უბრალოდ გადმოაარქივეთ ფაილი ნებისმიერ საქაღალდეში, გაუშვით ემულატორი. მისი ჩართვის შემდეგ აირჩიეთ Settings, გახსნილ მენიუში კი დააკლიკეთ Сonfig video-ს. | Cxbx-0.7.8c-ის გადმოსაწერი ბმული | ზომა: 236.75 KB |

გაიხსნება გრაფიკის დასაყენებელი ფანჯარა. დასვით ნიშნული Start in fullscreen-ის გასწვრივ. შემდეგ დააკლიკეთ Video resolution-ის მახლობლად მდებარე ისარზე. ფაჯარაში გაიხსნება ეკრანის სავარაუდო გაფართოებების სია. დააყენეეთ მინიმალური გაფართოება.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს File. გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ Open xbp. შემდეგ Browse ფანჯარაში მოძებნეთ და აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც თამაში გაიხსნება. სხვა პარამეტრების დაყენება შეგიძლიათ ემულატორის მენიუს საშუალებით.

აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ არ არსებობს ემულატორის საშუალებით თამაშის გაშვების არავითარი გარანტია. ასევე არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ თამაში არ გაჭედავს. ამ საკითხში ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ თამაშსა და თქვენი კომპიუტერის სიმძლავრეზე. ასე, რომ არ გაგიკვირდეთ, თუ თამაშის გახსნის მცდელობისას ემულატორი ამოგიგდებთ შეცდომას ან თამაში გაშვების შემდეგ იმუშავებს გაცილებით ნელა, ვიდრე უნდა მუშაობდეს.