საოჯახო საქმე

ბაღი და ბოსტანი

როგორ გავაძლებინოთ ვარდებს დიდხანს

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თქვენ გაჩუქეს ძალიან დიდი ყვავილების ბუკეტი. ის მოიტანეთ სახლში და შეამჩნიეთ, რომ ჭკნობას იწყებენ და შრებიან. როგორ გავუხარნგრძლივოთ სიცოცხლე ამ ლამაზ და მომხიბვლელ ყვავილებს? ამ ინტსრუქციაში მოყვანილია მაგალითები რომლებიც დაგეხმარებათ მოცემული პრობლემის გადაწყვეტაში.

 

საფეხურები

  1. 1 აუცილებლად მოაჭერით ძირი ყვავილებს სანამ ვაზაში ჩააწყობთ. სასურველია, რომ 10 სანტიმეტრზე გაასუფთავოთ ძირზე, ასევე მოაშორეთ ზედმეტი ფოთლები.
  2. 2 ვარდების ბუკეტისათვის შეარჩიეთ მაღალი ვაზა ისე, რომ ნახევარი ყვავილის სიმაღლე ჩანდეს ვაზიდან. გაავსეთ ის წყლით 5-6 სანტიმეტრით პირამდე.
  3. 3 ცხელ ამინდში ვარდები მოათავსეთ ცივ წყალში. ხოლო თუ ბუკეტი გაჩუქეს ზამთარში, ტემპერატურა წყლის არ უნდა იყოს არც ცივი არც ცხელი საშუალოდ (35-40გრადუსი)
  4. 4 დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ მიაშხურეთ წყალი ფოთლებზე. ასევე დღეში ერთხელ გამოუცვალეთ წყალი ვაზაში.
  5. 5 გახსოვდეთ, რომ სწორი მოვლის შემთხვევში ვარდებმა შეილება 2 კვირაც გაძლონ. ღამე შეეცადეთ სველ ადგილას დადოთ.
  6. 6 ასევე კარგია თუ ვაზაში წყალთან ერთად ცოტა შაქარსაც გაურევთ. ახალ ვარდებს ეს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. დანარჩენი დანამატები წყალზე როგორიცაა - ასპირნი, ასევე არაყიც არ გაურიოთ წყალში. ეს არაფერს ცვლის, მითია უბრალოდ.