როგორ შევარჩიოთ ქალის ხელთათმანები სწორად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ქალის ხელთათმანები სწორად

 

სანამ წახვალთ ხელთათამანების საყიდლად, გამოთვალეთ ზომა რომლებიც თქვენ შეგესაბამებათ. ამისათვის კი სანტმეტრიანი სახაზავი გამოგადგებათ რომელსაც მკერავები იყენებენ. ხელის ყველაზე ვიწრო ადგილი გაიზომეთ არ ჩათვალოთ ცერა თითი. მიღებული შედეგი გადაიყავნეთ მილიმეტრებში და გაყავით 27 ზე. ხელთათმანებზე შესაძლოა იყოს მარკირება, რომელზეც ეწერება რა ზომის ხელზე მიდის.

 

იმისდა შეთავსებით თუ რომელ ტანსაცმელთან ერთად უნდა ატაროთ ხელთათმანები, შეარჩიეთ მოდელი. ყევლაზე უნივერსალურად მაინც ითვლებოდა ტყავის ხელთათმანები, საშუალო სიგრძის, რომელიც ადის მტევნის ცოტა მაღლა. ასევე შეგიძლიათ შემოდგომის სეზონისთვის შეიძინოთ შემოკლებული ხელის მტევნის სიგრძის ხელთათმანი. ისინი ასევე სპორტული სტილისზეც კარგად მიდის მიდის. ასევე არის თანამედროვე ხელთათმანები რომლებსაც მოჭრილი აქვს სათითურები, ისინი მხოლოდ ხელის გულს ფარავენ. ეს მოდერნისტული და თანამედროვე ხელთათმანებია.

 

შეარჩიეთ ფერი. მე პირადად გიჩევთ, რომ ის შეუფეროთ პალტოს, მოსასხამს, ქურთუკს, ასევე ქუდს შარფს ჩანთას ან ფეხსაცმელს. შეეცადეთ, რომ ერთ ფერში დასვათ ზემოაღნიშნული.

 

ჩაიცვით ხელთათმანი ამორჩეული წყვილიდან. გადაწიეთ მანჟეტი. შეამოწმეთ, რომ ხელის მტევნის მოძრაობისას არ იყოს ვიწროთ. არც ხელთათმანმა არ უნდა შეიცვალოს ფორმა ცუდად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მოდელებს რომლებიც ძალიან თბილია. ძალინ ვიწრო ზამთრის ხელთათმანებში ხელები მაინც გაგეყინებათ. შეამოწმეთ, ხომ არ იკუჭება მატერია ძალიან. ძალიან თხელი ხელთათმანები შეიძლება გაიწელონ.

 

შეამოწმეთ ხარისხი. ის არ უნდა იყოს ძალიან უხეში და შეხედულებითაც ტყავი კარგად უნდა გამოიყურებოდეს. არ იყოს დაბალი ხარისხის სქელი ტყავი. ყველაფერთან ერთად მასეთი მატერია არ არის გამძლე. ხელთათმანი უნდა გსიამოვნებდეთ შიგნიდან. ის უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. შიდა ნაკერები არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი.

 

ტყავის ან ზამშის ხელთათმანების ამორჩევისას, დარწმუნდით, დეტალები ნაკერებით არის კარგად დაკავშირებული ერთმანეთთან. ასეთმა დეფექტმა შემდეგში შეიძლება ნახვრეტი გაუჩინოს ხელთათმანს. გაწმინდეთ ტყავის ხელთათმანი ნაჭერით და შეამოწმეთ ფერი რამდენრად მდგრადია, ხომ არ გადადის. არ ღირს ისეთი ხელთათმანის ყიდვა რომლის ტყავი უხარისხო საღებავით არის შეღებილი. გისურვებთ კარგ შოპინგს!