შინაური ცხოველები

მღრღნელები

როგორ მოვუაროთ ზაზუნას

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ზაზუნები არიან საუკეთესო პირველი ცოცხალი საჩუქარი ახალგაზრდებისათვის. ისინი არიან საყვარლები, პატარები, ყველაზე კარგი კი არის ის, რომ მათი შენახვა ძალიან იაფი ჯდება. კარგი მოვლითა და ყურადღებით მათ შეუძლიათ იცხოვრონ ხუთ წლამდე.

 

საფეხურები

  1. 1 ყიდვისას არ იჩქროთ და შეარჩიეთ კარგი ზაზუნა. იდეალური ზაზუნა 4-დან 7 კრიამდე უნდა იყოს. მათი მოშინაურება ძალიან ადვილია, როცა ისინი პატარები არიან. არსებობს ორი ჯიშის ზაზუნები, "ოქროს ზაზუნები" და "ციმბირული ანუ ცეროდენა (ჯუჯა)" ზაზუნები. ოქროს ზაზუნები არის ყველანაირი ფერის და სხვადასხვა ვარიაციების, ხოლო ციმბირულები კი სულ რამოდენიმე შეფერილობის. მთავარია განსხვავება კი ის არის მათში, რომ ჯუჯა ზაზუნები არ იწვრთნებიან კარგად, როდესაც ოქროს ზაზუნები შეიძლება ძალიან მარტივად მოსიყავრულე თბილი და საყვარელი შინაური მეგობრები გახდნენ.
  2. 2 სახლში მიყვანისას პირველი რაც უნდა მოიმოქმედოთ არის ის, რომ შეარჩიოთ ადგილი სადაც მოათავსებთ მის გალიას. ის უნდა იყოს მოშორებული სამუშაო მაგიდისგან, ასევე პირდაპირი მზის სხივებისაგან. სასურვლია იყოს ისეთი ადგილი სადაც უმეტესად გიწევთ ყოფნა, რომ ხშირად მოინახულოთ თქვენი ახალი მეგობარი.
  3. 3 აჭამეთ თქვენს ზაზუნას კომერციულად მომზადებული ზაზუნების სპეციალური საჭმელი დღეში ორჯერ. ასევე შეგიძლიათ მიცეთ მცირე რაოდენობის ხილი და ბოსტნეული. მიეცით მცირე რაოდენობის განსაკუთრებით ისეთი საჭმელები რომლებსაც აძლევთ პიველად.
  4. 4 გალიის ფსკერი შეავსეთ ნახერხებისგან. ბუნებრივი ხის ნხერხი არის საუკეთესო მათთვის ის ასევე არის შემწოვი და არატოქსიკური.
  5. 5 გალიასთან ახლოს იქონიეთ წყლით სავსე ბოთლი. ის მოათავსეთ ისე, რომ ზაზუნას შეეძლოს წყლის დალევა გალიიდან. გაითვალისწინეთ შემდეგი რამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასველდეს ზაზუნა და ის ადგილი სადაც მას სძინავს თორემ დიდი ალბათობაა ის გაცივდეს და მოკვდეს.
  6. 6 დაუდეთ სარბენი ბორბალი გალიაში. ის ითამაშებს და ივარჯიშებს. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ბურთი ზაზუნებისთვის რომლითაც ის ითამშებს.
  7. 7 გალიაში გაუკეთეთ პატარა მოსაფარებელი ყუთი რაშიც ის შეძლებს დაძინებას. მოუწყვეთ შეძლებისდაგვარად. შეუვსეთ ის ტუალეტის ქაღალდებით ან რამე რბილით, რომ კარგად მოთავსდეს მასში.
  8. 8 გარეცხეთ ზაზუნას გალია კვირაში ერთხელ. დროებით გადაიყვანეთ ზაზუნა სხვა დაცულ ადგილას. გარეცხვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ და ისე დააბრუნეთ ზაზუნა შიგნით.
  9. 9 არ დაბანოთ ზაზუნა. ზაზუნები კატებისავით თვითონ ისუფთავებენ თავს. თუ ფიქრობ, რომ შენს ზაზუნას ცუდი სუნი ასდის ეს სავარაუდოდ ჭუჭყიანი გალიის ბრალია. გაასუფთავეთ გალია უფრო ხშირად.
  10. 10 ხანდახან თან ატარეთ თქვენი ზაზუნა სადაც წახვალთ. იმ შემთხვევაში თუკი რამოდენიმე დღე მოგიწიათ სახლიდან წასვლა სთხოვეთ თქვენს მეგობარს მიაქციოს მას ყურადღება.
  11. 11 მოაშორეთ შეუჭმელი დარჩენილი საჭმელი 2 დღის შემდეგ. ძველ საჭმელს შეუძლია დაავადმყოფოს თქვენი ზაზუნა.