როგორ ვითამაშოთ ონლაინ თამაში Travian - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ ონლაინ თამაში Travian

 

თამაშის ოფიციალურ გვერდზე გადასვლის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს бесплатня Регистрация და გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ სერვერი, რომლზეც გსურთ თამაშის დაწყება. სასურველია აირჩიოთ სერვერი, რომელიც უახლოს მომავალში გაეშვა ან ისეთი, რომელიც ყველაზე მცირე ხნის დაწყებულია, რათა თამაშის დაწყების დროს სხვა მოთამაშეებს არ ჰქონდეთ თქვენთან შედარებით დიდი უპირატესობა. დიდი ხნის დაწყებულ სერვერზე რეგისტრაციისას ძალიან გაგიჭირდებათ ლიდერთა სიაში მოხვედრა და ძლიერი მოწინააღმდეგეების მოგერიება.

 

სერვერის არჩევის შემდეგ, შეგიძლიათ ექაუნთის რეგისტრაციის გაგრძელება. შეიყვანეთ სათამაშო ძედმეტსახელი (ნიკი), ელ-ფოსტის მისამართი, თუ აპირებთ 1-ზე მეტი ანგარიშის შექმნას, მაშინ მოგიწევთ სხვადასხვა ფოსტის მითითება. შეარჩიეთ რთული პაროლი, რათა თქვენი წარმატებით განაწყენებულმა მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლონ თქვენი პაროლის გატეხვა.

 

ბოლო, რისი გაკეთებაც მოგიწევთ თამაშის დაწყებამდე, არის ძირითადი წესებისა და თავისებურებების გაცნობა. თუ ისინი თქვენთვის ცნობილი ან არასაინტერესოა, უბრალოდ დასვით ნიშნული და დააჭირეთ ღილაკს Регистрация. 10 წუთის შემთდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მოვა შეტყობინება, რომელშიც მითითებული იქნება ექაუნთის გასააქტიურებელი კოდი და ბმული (გასააქტიურებლად გამოიყენეთ ამ ორიდან ერთ-ერთი).შემდეგ საჭირო იქნება "ერის" (გერმანელები, გალები, რომაელები) არჩევა, რომლითაც დაიწყებთ თამაშს. გადახედეთ მათ დახასიათებას, უპირატესობებს, ნაკლებს. შეუსაბამეთ არჩევანი თქვენი თამაშის სტილს - ძლიერი შეტევა (გერმანია), ძლიერი დაცვა (გალები), ძლიერი ეკონომიკა (რომაელები).

 

ერის არჩევის შემდეგ საჭიროა მიუთითოთ სათამაშო რუკაზე თქვენი დასახლების შექმნის კოორდინატები. სასურველია გაითვალისწინოთ, რომ რუკაზე თქვენი სახელმწიფოს მდებარეობა დამოკიდებულია არა რეგისტრაციის, არამედ აქტივაციის დროზე. თუ აქტივაციას რეგისტრაციიდან 1 თვის შემდეგ გააკეთებთ, არ უნდა გქონდეთ რუკის ცენტრში დაბანაკების იმედი. ხშირ შემთხვევაში მეგობრები ათანხმებენ ამ მონაცემებს, რათა ერთმანეთთან ახლოს იყონ და ჯგუფურად ითამაშონ, მაგრამ თუ თქვენ "მარტოხელა მეომარი" ბრძანდებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Случайно.

 

ამით რეგისტრაცია Travian-ზე დასრულებულია, შეგიძლიათ დაიწყოთ თამაში. სწორად განვითარებისა და მოქმედებების სპეციფიურობის შესახებ ინფრომაციას მიიღებთ თამაშის დასაწყისშივე.