როგორ შევქმნათ სიმყუდროვე სახლში - rogor.ge

როგორ შევქმნათ სიმყუდროვე სახლში

 

ფერი დაიმახსოვრეთ ინტერიერში მთავარია ფერი და სინათლე. ამ კომპონენტებს სიტყვასიტყვით შეუძლიათ გარდაქმნან ან გაანადგურონ სახლის ინტერიერი. ფერების საშუალებით შეგვიძლია გავზარდოთ ან შევამციროთ ოთახის სივრცე, გავზარდოთ ან დავაპატარაოთ სიმაღლე. ფერის გარდა მნიშვნელოვანია სინათლეც. ლამაზი სანათი ოთახს უფრო მყუდროს აჩენს.

 

სუნი სუნი ზემოქმედებას ახდენს თქვენს განწყობაზე და თვითშეგრძნებებზე: დაუმატეთ წყალს სურნელოვანი ზეთი და სახლში მიმოაქციეთ. საუკეთესო საშუალებაა დეპრესიისაგან თავის დასაღწევად – მანდარინის ან ფორთოხლის სურნელი და ფორთოხლის ფერი.

 

თავიდან მოიშორეთ ზედმეტი, გამოუსადეგარი ნივთები. გაათავისუფლეთ ოთახები იმ ნივთებისაგან, რომლებითაც არ სარგებლობთ. თუ ადგილი პატარაა, გააკეთეთ სტელაჟი პატარ-პატარა თაროებით. მიუდექით შემოქმედებითად საკუთარ სახლს და ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდება.

 

თუ თქვენი შესასვლელი პატარაა, საჭიროა მისი ვიზუალურად გადიდება, ამისათვის დაკიდეთ კედელზე დიდი სარკე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სარკე არ უნდა იყოს შესასვლელი კარის პირდაპირ. სარკე ისე დაკიდეთ, რომ ჩანდეს ლამაზი ნივთებისა და ხედის ანარეკლი. შესასვლელში საჭიროა კარგი განათება, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.

 

დაიმახსოვრეთ, რომ კორიდორები – თქვენი სახლის არტერიებია. ნუ გააჩერებთ მათში ზედმეტ ნივთებს. თუ ძველი ნივთები თვალსაჩინო ადგილზე გილაგიათ, თქვენ აპროგრამებთ თქვენს თავს ფარული სიტუაციების მუდმივ გამეორებაზე. ეს შესაძლოა შეეხოს იდეებს, პრობლემებს, დაავადებებს, ადამიანებთან ურთიერთობებს და ა.შ.

 

საკიდზე უნდა ეკიდოს მხოლოდ სეზონური სამოსი, ჩამოხსენით მისგან ყველაფერი ზედმეტი.

 

შესანიშნავ განწყობას შეიტანენ თქვენს სახლში მცენარეები, სახლის შადრევანი, აკვარიუმი. მაშინაც კი, თუ დრო არა გაქვთ მცენარეებისა და თევზების მოსავლელად, ნუ წაართმევთ თავს სიამოვნებას: შესაძლებელია ისეთი ყვავილების შეძენა, რომლებიც ნაკლებ მოვლას საჭიროებენ, ხოლო აკვარიუმი თევზების გარეშეც შეგიძლიათ იქონიოთ.

 

სახლში განათავსეთ ფოტოები, სურათები, პორტრეტები. მაღაზიაში მოძებნეთ საინტერესო საგნები ინტერიერისთვის. ეს ყველაფერი თქვენ სახლს შემატებს მყუდროებას. სურათზე გამოსახული სიუჟეტის აზრს მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მთავარია, იგი თქვენში ნეგატიურ ემოციებს არ იწვევდეს.

 

სააბაზანო ამ ოთახს სახლის გაფორმებისას ნაკლები მნიშვნელობა არა აქვს. ჰარმონიულად შერჩეულ ელემენტებთან ერთად შეგიძლიათ გააფორმოთ გამხმარი მცენარეებით შექმნილი კომპოზიციით ან ოთახის ყვავილებით, რაც სააბაზანოს მეტ სიმყუდროვეს შემატებს და მოდუნებისა და დასვენების ადგილად გადააქცევს. მცენარეების მეშვეობით სააბაზანო შესაძლოა ნამდვილ საოცრებად აქციოთ.