როგორ შევარჩიოთ საბავშვო ბაღი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ბაღი

 

ღირებულება გადაწყვიტეთ, რა რაოდენობის თანხის გადახდისათვის ხართ მზად. არ ღირს ისეთი ბაღების დათვალიერებაზე დროის ხარჯვა, რომელთა გადასახადიც აღემატება თქვენს ხელფასს.

 

მდებარეობა გადაწყვიტეთ, თუ რამდენად შორს ხართ მზად შვილის სატარბლად. თუ გზა წაგართმევთ სამუშაო დღის დიდ ნაწილს, მაშინ ჯობს დაიწყოთ რომელიმე ახლომდებარე ბაღის ძებნა.

 

საგანმანათლებლო პროგრამა ჩამოყალიბდით, რისთვის აპირებთ ფულის გადახდას? შეიძლება, თქვენ გსურთ, რომ ბაღში ბავშვს მხოლოდ ყურადღება მიაქციონ დღის განმავლობაში და გეგმავთ სხვადასხვა სახის მეცადინეობებზე ტარებას აპირებთ ცალკე. თუ გსურთ მომსახურების მთელი კომპლექტის ერთ ადგილზე მიღება, დარწმუნდით, რომ ბაღში არის: მათემატიკა, მეტყველების განვითარება, სამხატვრო ლიტერატურა, გარემოს გაცნობა, ეკოლოგია, ინგლისური ენა, ფიზკულტურა, ხელსაქმე, გრამატიკის სწავლება (ზეპირირად და წერილობით) რიტმიკა, ლოგოპედია და ფსიქოლოგის დახმარება.

 

ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილები ტარდებოდეს ინდივიდუალური ფორმით. მაშინაც კი, როცა ჯგუფები მცირე რაოდენობის ბავშვებისგან შედგება.

 

გასართობი პროგრამა თუ თქვენ საკმაოდ დაკავებული ადამიანი ბრძანდებით, მაშინ არ იქნებოდა ურიგო, თუ ბაღის მოსწავლეებს ხანდახან მაინც, წაიყვანდნენ სკვერებში, ზოოპარკში და მოიწვევდნენ მსახიობებს სხვადასხვა თეატრებიდან.

 

აღმზრდელების კვალიფიკაცია დარწმუნდით თოთოეული პედაგოგის კვალიფიკაციაში: განათლება, საერთო პედაგოგიური სტაჟი და მოცემულ დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი მუშაობდეს თავისი პროფესიით. 2 წლის ბავშვთან უნდა მუშაობდეს პატარა ბავშვების სპეციალისტი და არა ინფორმატიკის ლექტორი უმაღლესში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ პედაგოგიური განათლება საკმაოდ მრავალფეროვანია!

 

მეთოდისტის კვალიფიკაცია ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდისტის კვალიფიკაციაა. საბავშვო ბაღის არჩევა, რომელსაც არ ჰყავს მეთოდისტი, საკმაოდ სარისკოა. ეს იგივეა, რომ იმგზავროთ გემით, რომელსაც არ ჰყავს კაპიტანი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საუბარია სკოლამდელ ბავშვებთან მუშაობის სპეციალისტსა და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანზე და არა ტირეკტორზე ან კერძო ბაღის მფლობელზე. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ამავდროულად მეთოდისტია, მაშინ საყოფაცხოვრებო, იურიდიული, სარეკლამო და ორგანიზატორულ პრობლემების მოგვარების შემდეგ, მას დრო არ დარჩება პედაგოგებთან ხარისხიან მეთოდისტურ სამუშაოზე. ხოლო თქვენთვის მთავარია არა მარტო სწავლების საგანი, არამედ ის, თუ როგორ ასწავლიან თქვენს შვილს.

 

სამედიცინო დათვალიერება თუ თქვენი პატარა მიგყავთ ბაღში მთელი დღით, მაშინ აუცილებელია მედიკოსის დასწრება. ამასთან ერთად იგი უნდა მუშაობდეს ყოველდღე. ეს ნიშნავს ბავშვის ელემენტარული უსაფრთხოების, მზარეულების, საკვების ხარისხის, სისუფთავის, სათამაშოების სისუფთავისა და მათი დამუშავების სიხშირის, განათების სიკაშკაშისა და ციმციმის კონტროლს. მედიკოსს ასევე ევალება მენიუს შედგენა, მათ შორის, ინდივიდუალურად იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც აქვთ სვადასხვა სახის დარღვევა და ესაჭიროებათ განსხვავებული კვება და წამების მიღება. მედიკოსის მოვალეობაა დროულად შენიშნოს დაავადებული ბავშვი და აღმოუჩინოს მას კვალიფიციური დახმარება იქამდე, სანამ მშობლები მივლენ ბავშვის წასაყვანად.