როგორ გამოვნახოთ საერთო ენა ბებია-ბაბუებთან - rogor.ge

როგორ გამოვნახოთ საერთო ენა ბებია-ბაბუებთან

 

გაიხსენეთ ბავშვობა. დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით როცა უარს ღებულობდით მშობლებისგან რამეზე, აკითხავდით ბებიას ან ბაბუას რათა მათგან მიგეღოთ ის რაც ძალიან გინდოდათ ან მათ ათხოვნინებდით მშობლებისთვის. ისინიც - სავარაუდოდ იშვიათად გტოვებდნენ გულნატკენს. ასევე მრავლად შეძლებთ ბევრი მაგალითის გახსენებას, თუ როგორ ყურადღებას და სიყვარულს იჩენდნენ თქვენს მიმართ.

 

ძირითადი მიზეზი რის გამოც შვილიშვილები ერიდებიან მოხუცებთან ურთიერთობას არის ის, რომ ასაკში ადამიანებს ხშირად აწუხებთ სხვადასხვა დაავადება, უხასიათობა, უძილობა, ისინი ხშირად წუწუნებენ და მათი სალაპარაკო თემა არის უმეტესწილად მათი ჯანმრთელობის ისტორია. ისინი ხშირად იწყებენ ჭკუის დარიგებას. გეთანხმებით ეს არის მოსაბეზრებელი და არცთუ საინტერესო და სახალისო მოსასმენი მაგრამ, თქვენ უნდა შეეგუოთ ამ ფაქტს! ეს არის ბუნებრივი მოვლენა და გახსოვდეთ, რომ ასაკში თქვენც მაგდაგვარი პრობლემები შეგაწუხებთ, მომავალშიც იქნება ტექნოლოგიები რომლებსაც სავარაუდოდ გაგიჭირდებათ მათი დაუფლება და ხშირად თქვენც შეიძლება დაცინვის მიზეზი გახდეთ.

 

ადამიანები რაც უფრო ასაკში შედიან და მით უფრო უარესდება მათი ფიზიკური მდგომარეობა და რთულდება მათთან საერთო ენის გამონახვა, რადგან უფრო და უფრო უმძიმდებათ ხასიათი. გარდა ფიზიკური პრობლემებისა აქ ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ მოვლენებსაც. მოხუცებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი არავის სჭირდება, მათ არ შეუძლიათ იყვნენ სასარგებლო და აქტიური. ისინი იწყებენ ფიქრს განვლილ ცხოვრებაზე და სიკვდილზე, ასევე იმაზეც, რომ ტვირთად აწვანან ოჯახის წევრებს. ეს არ უნდა დაუშვათ!

 

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, სწორად იქცევით თუ არა მათ მიმართ? იჩენთ თუ არა საკმარის სითბოსა და ყურადღებას? არ ვიცი ნამდვილად როგორ გასცემთ ამ კითხვებს პასუხს, მაგრამ დაფიქრდით ისურვებდით, რომ ასევე გექცეოდნენ თქვენ შვილიშვილები მომავალში? გარკვეული დროის მერე თქვენც მოგიწევთ ამ ეტაპის გავლა. თუ თვლით, რომ ყველაფერს მაქსიმალურს აკეთებთ ან საერთოდ არაფერს აკეთებთ წარმოიდგინეთ, რომ გყავთ მილონერი ბაბუა ან ბებია, როგორ შეიცვლებოდა არსებული სურათი? სავარაუდოდ სანათესაოში ყველა თბილი, ტკბილი და ყურადღებიანი გახდებოდა. ერთმანეთის მიმართაც შეჯიბრიც გამოცხადდებოდა შვილიშვილებს შორის ყველაზე ყურადღებიანის სტატუსზე. ისწავლეთ საყვარელი ხალხის მეტად დაფასება, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი არსებობენ. რამდენს არ ახსოვს ან რამდენი ნატრულობს რომ ჰყავდეთ.

 

გამუდმებით შეახსენეთ და აგრძნობინეთ მათ, რომ ისინი მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლიათ ფიზიკური შრომა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოჯახში. გაახსენეთ მათ წარსული ღვაწლი და დააფასეთ. ჰკითხეთ რჩევები სხვადასხვა თემებზე. იმეგობრეთ მათთან მაქსიმალურად. გაეცით და მიიღეთ სითბო, რომ არა ისინი თქვენ არ იარსებებდით!