როგორ შევარჩიოთ საფულე მამაკაცისათვის - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ საფულე მამაკაცისათვის

 

საფულის ტიპები ერთი შეხედვით ჩანს, რომ არაფერი რთული არ არის საფულის შერჩევაში, ისინი თითქმის ყველა ერთნაირია, თუმცა სინამდვილეში ზემოთაღნიშნული აქსესუარის არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუ თქვენ ყიდულობთ ამას სხვისთვის, დააზუსტეთ არის თუ არა ის მიჩვეული ამ ნივთის გამოყენებას. მაგალითისთვის, ზოგიერთი საფულე გაიმიზნულია შიდა ჯიბეში, მკერდთან შესანახად. ხშირად ინახავენ შიგნით ფულს და საკრედიტო ბარათებს. საფულე რომელიც ორად იკეცება ხშირ შემთხვევაში ცალკე აქვს ჩასადები სხვადახსვა კუპიურებისა და საკრედიტო ბარათების. არსებობს ასევე საფულეები სადაც არის ხურდების შესანახიც. საფულეები რომლებსაც აქვს სამი განყოფილება გამოიყენება მათ მიერ ვინც ძირითადად მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით სარგებლობს ანუ საკრედიტო ბარათებით. ქაღალდის ფულის შესანახად ისინი მოუხერხებელია. ასევე არსებობს მრავალი სხვადასხვა ფუნქციური საფულეებიც. მათ აქვთ ასევე ცალკე ადგილები სავიზიტო ბარათების შესანანახი, მართვის მოწმობის, ჩასანიშნი წიგნაკის, საწერი კალმის და ასე შემდეგ.

 

მიაქციეთ ყურადღება თუ რა მატერიისგან არის ის დამზადებული. ყველაზე კარგი ხარისხის არის ზამშის ან ტყავის. არსებობს ასევე ექსკლუზიური მოდელები, რომლებიც ცალობით მზადდება გველის, ნიანგის ტყავებისგან და სხვა ძვირადღირებული მასალისგან. ადამიანი რომელიც ერკვევა აქსესუარებში მისთვის მთავარია არა ის თუ რისგან არის დამზადებული მოცემული ნივთი, არამედ როგორ შეესაბამება მის საერთო სტილს.

 

საფულის ყიდვისას მიაქციეთ ყურადღება მის ზომასა და ფორმას. კაცებს არ დააქვთ საფულეები ჩანთით, ისინი მას ჯიბეში ინახავენ ასე, რომ მას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ზომა. ის უნდა იყოს მაქსიმალურად თავსებადი მაგრამ არა უსაშველოდ დიდი.

 

ჩამოყალიბდით ფერთან დაკავშირებით. რათქმაუნდა შეგიძლიათ იყიდოთ მოცემული ნივთი ნებისმიერი ფერის რომელიც იმ წამს მოგეწონებათ, მაგრამ ყველაზე პრაქტიკულად და მუდამ აქტუალურად მაინც შავი და სერი ფერი ითვლება. ასევე ეს ფერები იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ თუ არ აპირებთ საფულის ტარებას მხოლოდ ერთი კონკრეტული სეზონი.

 

საჭირო მოდელის შერჩევისას, შეამოწმეთ ყველა ნაკერი, ასევე ელვები (ზმეიკები). ხარისხიან საფულეს უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც უნდა იყოს დატანილი დამამზადებელი ფირმის სახელი, ასევე მატერია. ასევე უნდა მოჰყვეს აუცილებლად შეფუთვა და ნაჭერი რაშიც იქნება გახვეული.