როგორ შევარჩიოთ კატა - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ კატა

 

რუსული ცისფერი კატა სამეფო რუსული ცისფერი კატა – გამოირჩეოდა სილამაზით, რბილი ბეწვით, ბრწყინვალე მწვანე თვალებით და ამიტომაც იყო მეფეების და არისტოკრატების საყვარელი ჯიში. ცისფერი შეფერილობა უამრავ ჯიშებშია არეული, მაგრამ მხოლოდ რუსული ცისფერი გამოირჩევა ვერცხლისფერის შეფერილობით ბეწვის ბოლოებში პიგმენტების უკმარისობის გამო. ეს ძლიერი და მომხიბლავი კატა ვერ ცხოვრობს ექსტრემალურ ადგილებში. ის არის წყნარი სახლის კატა, ეგუება ყველა ოჯახის წევრს და სხვა ცხოველებსაც.

 

ევროპული მოკლებეწვიანი კატა ახლანდელი ევროპული მოკლებეწვიანი კატა იდენტური იყო ბრიტანულ მოკლებეწვიანის. 1981წელს FIF–მა ოფიციალურად აღიარა დამოუკიდებელ ჯიშად, მაგრამ ინგლისი ეხლაც კი არ აღიარებს მას დამოუკიდებელ ჯიშად. ევროპული მოკლებეწვიანი კატა გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. ევროპული მოკლებეწვიანი – იზრდება საშუალოდან დიდ ზომამდე. დიდი გულმკერდით,ძლიერი თათებით. მას გააჩნია კარგი ფიზიკური კონდიციები. გამოირჩევა ბრწყინვარე ბეწვით,ფიზიკური ძალით და ჯანმრთელობით. გამოირჩევა ინდივიდუალურობით. მას არ ჭირდება დიდი მოვლა. ხასიათი გაწონასწორებული. ადვილად ითვისებს თავისი პატრონის ცხოვრების რითმს, მაგრამ ბოლომდე არ ემორჩილება. არის შესანიშნავი თავგვის და ვირთხის დამჭერი.

 

ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა – ძლიერი და ჯამრთელი კატაა,მოკლე და ლამაზი ბეწვით. ბრიტანული მოკლებეწვიანი ერთ-ერთი ძველი ჯიშის კატაა. ბრიტანული კატა – არის სმხვილი და კარგად განვითარებული მუსკულატურით. იზრდება საშუალოდან დიდ ზომამდე, განიერი გულმკერდით, მსხვილი ოდნავ მოხრილი თათებით, მრგვალი მასიური თავით, მოკლე და ძლიერი კისერით, მსხვილი თვალებით. მთლიანობაში წყნარი და არააგრესიული კატაა. მოკლე, ტანზე მჭიდროდ მიმჯდარი ბეწვით. ბრიტანული კომკლებეწვიანი დამოუკიდებელი, მაგრამ უზომოდ ნაზი ცხოველია. მათ უყვართ ხალხმრავლობა. ყოველთვის დაყვებიან თავის პატრონს. მათი მოვლა ადვილია იმიტომ, რომ მათი ბეწვი არ იხლართება და ადვილად ივარცხნება. იდეალური ცხოველია ოჯახისთვის.

 

ანგორული კატა თვლიან, რომ ანგორული ჯიშის კატის სამშობლოა თურქეთი. იგი ხშირად ერევათ სპარსულ კატაში, მაგრამ მათ შორის არის საკმაო სხვაობა, არის უფრო პატარა, მსუბუქი, შედარებით ლამაზი აღნაგობის. სწორედ ამიტომ დღეს იშვიათად თუ შეხვდებით სუფთა სისხლის ანგორულ კატას ძირითადად გვხვდება ანგორული და სპარსული კატის ნაჯვარები. მისი პირვანდელი სახე შემორჩენილია მხოლოდ თურქეთში. პირველად ანგორული ჯიშის კატები ევროპაში მოხვდნენ მე–16 საუკუნეში. ანგორული კატა ძირითად არის თეთრი ფერის მაგრამ გვხვდება შავი, ღია ყავისფერი, ცისფერი, წითური და შოკოლადის ფერებიც. არიან ძალიან გონიერები, კონტაქტურები და ერთგულები. ადვილად შეუძლიათ ადაპტაცია სხვადასხვა გარემოში.

 

სპარსული კატა გამოირჩევა გრძელი, სქელი, მომხიბვლელი ბეწვით, რომელიც სხვადასხვა ფერის შეიძლება ჰქონდეს. დიდი თავი, მოკლე ფეხები, სუსტად გამოყოფილი ყურები და პატარა ცხვირი ამ ჯიშის მახასიათებელია. სპარსული კატა ძალიან მშვიდია და ენერგიულობით არ გამოირჩევა, ამიტომაც ადვილად ეგუება ბინაში ცხოვრებას. მისი პოპულარობის მიზეზი ალბათ დინჯი ხასიათი და ფუმფულა ბეწვია.

 

სიამის კატა მისი წარმოშობის ზუსტი ადგილი დაუდგენელია, მაგრამ ცნობილია, რომ ეს ჯიში სამხრეთ აზიიდან მოდის. მისი სხეული ძალიან ელეგანტური და დახვეწილია, კარგად განვითარებული კუნთებით. აქვს სამკუთხედი ფორმის თავი, პატარა ცხვირი, ნუშისებრი ფორმის თვალები, გრძელი ელეგანტური კისერი და კუდი. მის თხელ სხეულს კრიალა, ჯანმრთელი, მოკლე ბეწვი ფარავს. სხეულის მახასიათებლებთან ერთად ეს კატა გამოირჩევა იმითაც, რომ ძალიან ჭკვიანია, რითაც ძაღლს უფრო ჰგავს, ვიდრე კატას.

 

ბირმანული კატა ბირმანული ჯიში ბრიტანულ და ამერიკულ ტიპებად იყოფა. ამერიკული ჯიშისთვის დამახასიათებელია ყავისფერი ბეწვი, რომელიც დროთა განმავლობაში ფერს იცვლის. ზოგადად, ბირმანულისთვის დამახასიათებელია მოკლე ბეწვი და ოქროსფერი ან ყვითელი თვალები. სწორედ თვალის ფერის გამო არიან ასეთი პოპულარულები. ეს ენერგიული, ჭკვიანი კატები მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან ადამიანების მიმართ.