ფინანსები და ეკონომიკა

ბიზნესი

როგორ შევარჩიოთ პარტნიორი მცირე ბიზნესში (ზოგადი რჩევები)

როგორ შევარჩიოთ პარტნიორი მცირე ბიზნესში (ზოგადი რჩევები)

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

მეწარმე, რომელიც ისწრაფვის ბიზნესიდან მიიღოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე არსებობისათვის საჭირო სახსრებია, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეარჩიოს პარტნიორი. პარტნიორი ეს არის ფირმის თანამფლობელი, რომლის მონაწილეობაც უზრუნველყოფს ფირმის ზრდისათვის საჭირო მოგებას. მცირე საწარმოს ყველა მფლობელს ვურჩევთ მოძებნოს პარტნიორის სახით ისეთი ფირმა, რომელსაც სურვილი ექნება თავისი კაპიტალი ბიზნესში დააბანდოს და თქვენთან ერთად პარტნიორული მართვა განახორციელოს. დამფინანსირებელი ფირმის შერჩევას მცირე საწარმოს მფლობელი ძალიან სერიოზულად და გონივრულად უნდა მიუდგეს, თუ სურს, რომ მიაღწიოს მასთან ურთიერთობას და მისი დახმარებით ესწრაფოდეს წარმატებას. სრულიად სხვადასხვა ფირმები ხდებიან მცირე საწარმოთა მფლობელების პარტნიორები. ჩვეულებრივ, მათ უწოდებენ ხოლმე ვენჩერულ ფირმებს (ანუ ფირმებს სარისკო კაპიტალით). გადაიზრდება თუ არა მცირე საწარმო მსხვილ კომპანიად, ეს დიდად არის დამოკიდებული იმაზე, ეწყობიან თუ არა ერთმანეთს მცირე საწარმო და ვენჩურული ფირმა.

 

საფეხურები

  1. 1 პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ვენჩურული ფირმა, რომელზეც თქვენ გინდათ შეაჩეროთ თქვენი არჩევანი, რამდენად იღებს მოგებას დამოუკიდებლად და ამ საქმეში აქვს თუ არა დიდი გამოცდილება. ბევრი ვენჩურული ფირმა, როგორც წესი, თავის სასარგებლოდ არც თუ პატარა სარგებელს გამოქაჩავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ დაფინანსებული მცირე საწარმოს საქმეებიც ასევე კარგად მიდის. ამიტომ შედარებული უნდა იქნეს მცირე საწარმოსა და მათი დამფინანსებელი ვენჩურული ფირმის შემოსავლები.
  2. 2 უნდა დარწმუნდეთ, რომ ვენჩერულ ფირმას ჰყავს სპეციალური საშტატო პერსონალი, რომელიც თქვენთან იმუშავებს და რომ ეს მუშაობა მისთვის სასარგებლოა (იმისაგან განსხვავებით, თუ რას ფიქრობენ ვენჩურული ინვესტორები). ფული თავისით არასოდეს არ ამუშავდება. ფული შეგვიძლია შევადაროთ სასუქს, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას და ზეთს, რომელიც აუცილებელია მანქანის დაზეთვისათვის. იმისათვის, რომ ფულს სარგებელი მოჰქონდეს, საჭიროა არსებობდეს განსაზღვრული პირობები. ვენჩურული ფირმის გამგებლობაში უნდა იყოს საშუალებები (როგორც წესი, მუშაკები), რომელთაც უნარი აქვთ მეწარმეებს აღმოუჩინონ აუცილებელი დახმარება. თუ ვენჩერულ ფირმას თვითონ არა აქვს შემოსავალი და მისი ინვესტიციები მას არ აძლევს მოგების მიღების საშუალებას, მაშინ თვითონ ვერ შეძლებს მოემსახუროს მეწარმეს.
  3. 3 ბუნებრივია, რომ ვენჩურული ბიზნესით დასაქმებულ ადამიანებს თავიანთი ინტერესი აქვთ – წარმატებას მიაღწიონ მათ მიერ დაფინანსებულ მცირე საწარმოში. მეწარმეს უფლება აქვს, მიმართოს რჩევისათვის თავის ინვესტორს, როდესაც ასეთი აუცილებლობა წარმოიშობა. თუ ინვესტორები ჭკვიანურად არიან შერჩეული, მათ ყოველთვის გამოეძებნებათ შესაძლებლობა დაეხმარონ მეწარმეს, ან ყველა ძალას გამოიყენებენ იმისათვის, რომ ასეთი შესაძლებლობა გაუჩნდეთ. გარდა ამისა, ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ აღმოუჩენენ რა დახმარებას მეწარმეს, თვითონ შეძლებენ თავიანთთვის სარგებლის მიღებას.
  4. 4 აღნიშნული დებულებიდან კიდევ უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ: მცირე მეწარმე პრინციპულად უნდა იღებდეს თავისი საქმიანობიდან შემოსავლის დიდ ნაწილს. პრაქტიკაში არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აქციონერი ინვესტორები
    მეწარმეებს კაბალურ პირობებს სთავაზობენ არა კაპიტალის პირველი დაბანდების დროს, არამედ შემდეგ, როდესაც მცირე საწარმოს მფლობელი მეორედ მიმართავს ფინანსური მხარდაჭერისათვის. ამ დროს აქციონერი ინვესტორი მოსთხოვს მეწარმეს
    საკუთრების დამატებით ხვედრით წილს. აღნიშნული, როგორც ვხედავთ, ეწინააღმდეგება აქ ჩამოყალიბებულ დებულებას. სწორი იქნება, თუ აქციონერი – ინვესტორები მეწარმეებს კაპიტალის პირველსავე დაბანდების დროს შეუთანხმდებიან საკუთრების წილზე.