როგორ ამოვჭრათ სიმღერიდან მონაკვეთი (პროგრამის გარეშე) - rogor.ge

როგორ ამოვჭრათ სიმღერიდან მონაკვეთი (პროგრამის გარეშე)

 

mp3cut.net საიტზე სიმღერის ატვირთვა ნებადართულია მოცემულ ფორმატებში (mp3, wav, wma, flac, ogg, aac, ac3, ra, gsm, al, ul, voc, vox). Open File ღილაკზე დაჭერით შეარჩიეთ აუდიო ფაილი და მონიშნეთ სასურველი ფრაგმენტი, რომლის ამოჭრაც გსურთ. დააჭირეთ ღილაკს Cut, შემდეგ კი ღილაკს Download და გადმოტვირთეთ დამუშავებული ფაილი კომპიუტერში.

 

mp3cut.foxcom.su სიმღერის მოჭრის გარდა, საიტს აქვს დამატებითი ფუნქციები, რომლებიც მარტივი გამოსაყენებელია აუდიო ფაილებთან მუშაობისას. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ ამოჭრათ სიმღერის დასაწყისი და დასასრული, შემდეგ კი გააერთიანოდ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ წერია - "ფუნქცია დროებით გათიშულია" ის მანც აგრძელებს ფუნქციონირებას.

 

www.mobilizio.ru დააჭირეთ ღილაკს +Обрезать mp3-файл,. გახსნილ ფანჯარაში ვირჩევთ სასურველ დასამუშავებელ ფაილს, ვტვირთავთ მას საიტზე, ვირჩევთ სასურველ მონაკვეთს, ვჭრით მას და ვიწერთ დამუშავებულ ვერსიას კომპიუტერში.