როგორ დავამატოთ ვებ საიტის მისამართი Internet Information Services სერვერში - rogor.ge

როგორ დავამატოთ ვებ საიტის მისამართი Internet Information Services სერვერში

 

შექმენით ფოლდერი home C-ზე დისკზე, ანუ C:\home, შემდეგ C:\home-ში პაპკა test.

 

შედით Control Panel-ში და გახსენით ფოლდერი Administrative Tools და დააკლიკეთ Internet Information Services პიქტოგრამაზე რის შემდეგაც გამოვა სერვერის სამართავი ფანჯარა. მარჯვენა ღილაკით მონიშნეთ Default Web Site, შემდეგ კონტექსტურ მენიუში მონიშნეთ New, შემდეგ დააჭირეთ ქვემენიუს Virtual Directory, რის შემდეგაც გამოვა დიალოგური ფანჯარა Virtual Directory Creation Wizard.

 

გადახვალთ ფანჯარაზე Virtual Directory Alias, სადაც Alias ველში ჩაწერეთ თქვენს მიერ არჩეული პსევდონიმი ანუ სახელი, მაგალითად, test და დააჭირეთ ღილაკს Next.

 

მომდევნო Web Site Content Directory ფანჯრის Directory ველში უნდა ჩაწეროთ ფოლდერის ფიზიკური მისამართი სადაც გინდათ, რომ მიმართოს სერვერმა, ჩვენს შემთხვევაში C:\home test . თქვენ შეგიძლიათ browse ღილაკის მეშვეობითაც ამოირჩიოთ მისამართი. დააჭირეთ ღილაკს Next.

 

ამის შემდეგ გადახვალთ Access Permissions ფანჯარაში, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ვებ საიტს შევუზღუდოთ ან პირიქით მივანიჭოთ შემდეგი პრივილეგიები. Read, რომელიც ავტომატურად ჩართულია და რომლის გამორთვის შემთხვევაშიც ვებ საიტზე არ მოგეცემათ საშუალება, რომ ბროუზერში წაიკითხოთ ვებ გვერდები, ასე, რომ ჯობია ეს პუნქტი დატოვოთ მონიშნული Run scripts (such as ASP) - რომელიც ასევე ავტომატურად არის ჩართული და გაძლევთ საშუალებას, რომ სერვერზე იმუშაოს სკრიპტებმა როგორიც არის ASP Active Server Pages. Execute (such as ISAPI applications or CGI) - საშუალებას გვაძლევს სერვერზე გავუშვათ ისეთი სკრიპტები, რომლებიც იყენებენ ISAPI ან CGI ტექნოლოგიებს. Write – თუ ეს პუნქტი მონიშნულია თქვენს სერვერზე, განთავსებულ ფაილებს ეხსნებათ დაცვა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ფაილების ჩაწერის და წაშლისგან იცავს საიტს. Browse – ყველა საიტს, როგორც წესი მითითებული აქვს ინდექს ფაილი და როდესაც თქვენ შედიხართ საიტზე სერვერი ავტომატურად მიმართავს ამ ფაილს, ძირითადად ეს ფაილი არის index.html ან default.htm. იმ შემთხვევაში თუ ეს პუნქტი მონიშნულია და ინდექს ფაილი არ არის მოცემულ საიტზე, სერვერი დაგანახებთ ყველა სხვა დანარჩენ ფაილებს, რომელებიც მოთავსებულია ამ პაპკაში (სერვერზე მუშაობისას ეს მიუღებლად მიგვაჩნია , რადგან უცხო ხალხს აძლევს ღია საშუალებას მთლიანად გაეცნოს თქვენი საიტის იერარქიას). ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი პუნქტები და დააჭირეთ Next ღილაკს.

 

ამის შემდეგ გამოჩნდება Virtual Directory Creation Wizard-ის ბოლო დიალოგური ფანჯარა, რომელიც გატყობინებთ, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ ვირტუალური დირექტორიის შექმნის პროცედურა.