როგორ ჩავრთოთ DMA რეჟიმი Windows 2000/XP/2003

როგორც ვიცით, Windows–ის ახალი ვერსიები საკმაოდ განსხვავდებიან Windows98-ისაგან, მაგრამ მინიმუმ ერთი პრობლემა მაინც დარჩა გამოუსწორებელი. IDE მოწყობილობებისთვის DMA რეჟიმის ამოცნობა ისევ პრობლემატური დარჩა. ძირითადად არასწორად განისაზღვრება CD-ROM-ები და ჩამწერი მოწყობილობები. დაუკითხავად ანუ დეფაულტად windows XP დღემდე ამ მოწყობილობებს PIO რეჟიმში იყენებს ეს კი ამ მოწყობილობების ნელა მუშაობას ნიშნავს.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- Windows 2000/XP/2003
საფეხურები
- 1 გახსენით Device Manager. ამის გაკეთება შეგიძლიათ ორი ხერხით, პირველ შემთხვევაში მარჯვენა წკაპი My Computer-ზე, ვირჩევთ Properties, გადავდივართ ჩანართში Hardware და მოძებნეთ Device Manager. მეორე შემთხვევაში ისარგებლეთ კლავიატურული კომბინაციით Windows+Break, შემდეგ კი იგივე გზა გადავდივართ ჩანართში Hardware და მოძებნეთ Device Manager.
- 2 გახსენით განყოფილება IDE ATA/ATAPI Controllers და ორჯერ დააწკაპუნეთ Primary IDE Channel-ზე.
- 3 გადადით ჩანართზე Advanced Settings, შეამოწმეთ განყოფილებები Device 0 და Device 1. შეიძლება Device 1 სწორედაც, რომ PIO რეჟიმში იყოს, ეს იმ შემთხვევაში თუ Primari IDE კაბელზე SLAVE არის მიერთებული CD-ROM.
- 4 ჩამოშალეთ ასარჩევი მინდორი და დააყენეთ მნიშვნელობა DMA if available. დააჭირეთ ღილაკს OK.
- 5 ასევე შეამოწმეთ Secondary IDE Channel თუ აქაც გიყენიათ რამე მოწყობილობა, მაშინ გაიმეორეთ პუნქტები 2-3-4.
გაფრთხილებები
- პროცესის დასრულების შემდეგ სასურველია კომპიუტერი გადატვირთოთ.