როგორ შევაერთოთ 2 PDF ფაილი (Adobe Acrobat Professional) - rogor.ge

როგორ შევაერთოთ 2 PDF ფაილი (Adobe Acrobat Professional)

 

იმისათვის, რომ საჭირო ინფორმაცია არ ეძებოთ კომპიუტერში სხვადასხვა ადგილას, შეინახეთ ის ერთ ფაილში. ამის გაკეთება განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ ფაილი შენახულია PDF ფორმატში. ასეთ გაფართოებასთან მუშაობის დროს დაგჭირდებათ პროგრამა - Adobe Acrobat Professional-ის დაინსტალირება. | Adobe Acrobat Professional-ის ოფიციალური ვებ გვერდის ბმული |

 

დოკუმენტების გაერთიანებაზე გადასვლამდე, ჩართეთ პროგრამა და ინსტრუმენტების პანელზე აირჩიეთ File, საიდანაც საჭირო იქნება Create PDF-ზე (Создать PDF) გადასვლა და From Multiple Files (Из нескольких файлов) მონიშვნა.

 

ამის შემდეგ ახალ ფანჯარაში შეძლებთ სასურველი PDF დოკუმენტის არჩევას. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს Browse (Просмотреть), სავარაუდოდ გრაფაში File Type (Тип файлов) მონიშნეთ Adobe PDF Files (*.pdf). შემდეგ ღილაკი Add-ის (Добавить) დახმარებით თქვენს პროექტში დაამატეთ დამატებითი ფაილი. რამდენიმე დოკუმენტის ერთად დამატება შესაძლებელია მათი ერთდროულად მონიშვნით (მაუსის მარჯვენა ღილაკისა და Ctrl-ის დახმარებით). ამ მოქმედების შემდეგ მონიშნული დოკუმენტები გამოჩნდება სიაში Files to Combine (Объединить файлы).

 

შემდეგ დაალაგეთ, რისთვისაც რედაქტირების მენიუს გააჩნია სპეციალური ფუნქცია - Arrange Files. თქვენ შეგიძლიათ მონიშნული ფაილების წაშლა Remove (Удалить) ღილაკზე დაჭერით და მათი სიის ზევითა ან ქვევითა ნაწილში მოქცევით 2 ღილაკის საშუალებით - Move up (Переместить вверх) და Move down (Переместить вниз).

 

შექმნილი დოკუმენტის სანახავად გამოიყენეთ ღილაკი Preview (Предварительный просмотр). ფაილის ნაწილებს შორის გადაადგილება შეგიძლიათ ისრების Up (Вверх) და Down-ის (Вниз) დახმარებით.

 

ფაილზე მუშაობის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK. მიღებული დოკუმენტის შენახვისას ველში შეიყვანეთ მისი სახელწოდება და შეამოწმეთ ფორმატის სისწორე. გააკონტროლეთ, რომ ფაილი იყოს PDF ფორმატში, მიუთითეთ სად გსურთ მისი შენახვა და დააჭირეთ ღილაკს Save (Сохранить).