როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის

 

შეამოწმეთ "აკუმულატორი", რადგან ზამთარში იგი რამდენჯერმე უფრო დიდ დატვირთვას იღებს. არ შეიძინოთ უფრო დიდი ზომის აკუმულატორი, ვიდრე რეკომენდირებულია მწარმოებელი ქარხნის მიერ: ეს გაზრდის დატვირთვას სტარტერსა და გენერატორზე.

 

შეცვალეთ ძრავის ძველი ზეთი ზამთრისათი, გამოცვალეთ ზეთის ფილტრი.

 

შეამოწმეთ გამაგრილებელი სითხის მოცულობა და მდგომარეობა - თუ არ გამოგიცვლიათ ანტიფრიზი 2 წლის განმავლობაში, მაშინ დროა იგი ახლით შეცვალოთ. შეამოწმეთ კონდინციონერის მუშაობა, რადგან ფანჯრებზე ორთქლის წარმოქმნისას მხოლოდ მას შეუძლია ეფექტურად მისი მოშორება.

 

შეამოწმეთ ფანჯრების გათბობის სისტემა. დააყენეთ სიგნალიზაცია ავტომატური გათბობის რეჟიმით, რადგან ავტომობილში ჩაჯდომამდე შეძლოთ სალონის გათბობა და ძრავის გახურება.

 

შეცვალეთ ზაფხულის საბურავები ზამთრისათი, თოვლიან გზებზე მოძრაობისას მათ შორის სხვაობა საკმაოდ დიდია.