
მცირე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ადგილის შერჩევა. მაღაზიის ადგილის შერჩევის კრიტერიუმებად უნდა მიიჩნიოთ: მაღაზიის შეთავსებადობა და ზონირება. მცირე ბიზნესისათვის ადგილის შერჩევა განვიხილოთ საცალო სავაჭრო ობიექტის
(მაღაზიის) მაგალითზე.
(მაღაზიის) მაგალითზე.
საფეხურები
- 1 მაღაზიის ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი სამი ფაქტორი:
1) შეარჩიოთ ქალაქი, სოფელი, სადაც თქვენ გინდათ ბიზნესის დაწყება.
2) მოცემული ქალაქის (სოფლის) ფარგლებში კონკრეტული რაიონის ან
კონკრეტული ადგილმდებარეობის შერჩევა.
3)შერჩეულ კონკრეტულ რაიონში ან კონკრეტულ ადგილმდებარეობის
ფარგლებში კონკრეტული ადგილის დადგენა. - 2 თუ სხვა ქალაქში (ან სოფელში) აპირებთ ბიზნესის დაწყებას მოგიხდებათ
გაითვალისწინოთ:
- ამ ქალაქის (სოფლის) სავაჭრო რაიონის სიდიდე (ბაზრის მოცულობა);
- მოსახლეობის რაოდენობა და მისი ზრდის ტენდენციები;
- მოსახლეობის მყიდველობითი უნარი და ამ უნარის განაწილება;
- საცალო-სავაჭრო პოტენციალი ვაჭრობის სხვადასხვა სფეროში;
- კონკურენტთა რაოდენობა, ანუ თქვენი პროდუქციის ანალოგიური ან მისი
შემცვლელი პროდუქციის გამყიდველთა რაოდენობა, მათ მიერ პროდუქციის
გაყიდვების სიდიდე და ინტენსივობა;
- კონკურენტთა რაოდენობის ზრდა; - 3 მოცემული ქალაქის (სოფლის) ფარგლებში კონკრეტული ადგილმდებარეობის
შერჩევისას შეაფასეთ შემდეგი ფაქტორები:
- ცალკეული მაღაზიის უნარი – მიიზიდოს მყიდველის ყურადღება;
- კონკურენტუნარიანი მაღაზიების რაოდენობა და ხარისხობრივი არე;
- მაღაზიამდე იოლად მისასვლელი გზების არსებობა;
- შერჩეული ადგილმდებარეობის რაიონში მისი შესაძლო ეკონომიკურად
აქტიურობის ზრდა; - 4 შერჩეულ კონკრეტულ რაიონში ან კონკრეტულ ადგილმდებარეობის ფარგლებში
კონკრეტული ადგილის დადგენისას გაითვალისწინეთ:
- ადგილმდებარეობის მახლობლად სატრანსპორტო მოძრაობის საკმარისობა და
პოტენციალი;
- ადგილმდებარეობას აქვს თუ არა უნარი – მიიქციოს გზად მოძრავ მგზავრთა
ნაკადის ყურადღება;
- ახლომდებარე მაღაზიებში არის თუ არა ურთიერთშემცვლელი ან
ურთიერთდამატებითი პროდუქტები;
- საკმარისია თუ არა ავტომობილთა სადგომების ფართობი;
- შერჩეული ადგილის ღირებულება; - 5 გასაყიდი საქონლის სახეები. მაღაზიის ადგილმდებარეობის შერჩევაზე გავლენას
ახდენს მყიდველთა შეხედულებები, მათი სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა. ისინი
იყოფიან სამ ძირითად კატეგორიად:
- ყოველდღიური მოხმარების საქონლის მყიდველები;
- ძვირადღირებული საქონლის მყიდველები;
- ფუფუნების (პრესტიჟული) საქონლის მყიდველები. - 6 საცალო სავაჭრო ობიექტისათვის ადგილმდებარეობის შერჩევაზე კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი მოქმედებს. გაანალიზეთ ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები და გაეცით პასუხი.
- რა ფართობი გესაჭიროებათ საცალოდ ვაჭრობისათვის, ოფისისათვის,
საწყობისათვის ან სამუშაო კაბინეტისათვის (ოთახისათვის)?
- არის თუ არა საავტომობილო სადგომი ხელმისაწვდომი და საკმარისად დიდი?
- მოითხოვს თუ არა თქვენი საქმიანობა სპეციალურ (განსაკუთრებულ) ან სხვა
გაყვანილობებს?
- იქნება თუ არა სარეკლამო ხარჯები უფრო მეტი, შედარებით მოშორებული
ადგილმდებარეობის არჩევის შემთხვევაში?
- ემსახურება თუ არა რაიონს საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
- შეუძლია თუ არა რაიონს უზრუნველგყოთ მუშახელით?
- იმყოფება თუ არა შესაფერის დონეზე სახანძრო დაცვა და პოლიცია?
- რამე პრობლემას ხომ არ წარმოადგენს სამედიცინო და კომუნალური
მომსახურება?
- საკმარისად არის თუ არა განთავსებული რაიონი, რათა მიიზიდოს მყიდველთა
ყურადღება საღამოთი და ამასთან უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება?
- არსებობს თუ არა მყიდველისათვის კეთილმოწყობილი ტუალეტი?
- მდებარეობს თუ არა მაღაზია მომხმარებლისათვის მოსახერხებელ ადგილზე?
- გააჩნია თუ არა მაღაზიას თავშესაფარი მომხმარებლისათვის ცუდი ამინდის
დროს?
- ძალიან ძვირი ხომ არ დაგიჯდებათ დამნაშავისაგან დაზღვევა?
- ხომ არ აპირებთ ისეთი მომსახურების გაწევას, როგორიცაა ნაყიდი საქონლის
ადგილზე მიტანა?
- ძალიან არის თუ არა დამოკიდებული სავაჭრო რაიონი სეზონურ ბიზნესზე?
- მოსახერხებელია თუ არა თქვენი საცხოვრებელი ადგილისა და თქვენი სავაჭრო
ობიექტის ურთიერთგანლაგება?
- ცხოვრობენ თუ არა ახლომახლო თქვენი პოტენციური მყიდველები?