როგორ შევარჩიოთ ბიზნესის კონკრეტული სახე - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ბიზნესის კონკრეტული სახე

 

[i]პირველი[/i] მეთოდის მიხედვით, უნდა წარმოიდგინოთ თქვენთვის ცნობილი საქმიანობის სახეები და მოკლედ აღწეროთ ისინი, რომლის დაწყებასაც აპირებთ და მეორე, წარმოიდგინეთ ის საქონელი ან მომსახურება, რომლის რეალიზაციასაც აპირებთ. ამის შემდეგ ქვემოთ მოცემულ კითხვებზე უპასუხეთ «კი» ან «არა»: 1. არსებობს თუ არა თქვენს საქონელზე ან მომსახურებაზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა? [u]«კი» ან «არა»[/u] 2. ივარგებს თუ არა თქვენი საქონელი ან მომსახურება არსებულ ბაზარზე, სადაც მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს? [u] «კი» ან «არა»[/u] 3. იქნება თუ არა თქვენი საქონელი ან მომსახურება კონკურენტუნარიანი, ხარისხის, ფასის, ადგილმდებარეობის და სხვათა მიხედვით? [u]«კი» ან «არა»[/u] თითოეულ ამ კითხვაზე გაცემული დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ, ხოლო უარყოფითი პასუხი კი -შესაძლო სიძნელეებზე მიგვანიშნებს.

 

[i]მეორე[/i] მეთოდი უფრო გაშლილ ხასიათს ატარებს და უფრო კონკრეტულ რჩევებსაც გვთავაზობს. ბიზნესის სახეობის არჩევის ეს მეთოდი ითვალისწინებს ადამიანის მიერ ამა თუ იმ საქმიანობისადმი უპირატესობისა და მისი შესაძლებლობების გათვალისწინების პრინციპს. იგი საშუალებას იძლევა დასაწყები საქმის მიმართ სრულიად სხვადასხვა მოთხოვნილებები იქნეს წაყენებული შემდეგი სვლების მიხედვით: შეადგინეთ თქვენთვის ცნობილი საქმიანობის ჩამონათვალი. 1. სამრეწველო საქონლით ვაჭრობა; 2. სასურსათო საქონლით ვაჭრობა; 3. შენობების რემონტი; 4. სააგარაკე მშენებლობა; 5. საბავშვო ბაღი; 6. საპარიკმახერო მომსახურება; 7. სამრეწველო მუშაობა; 8. საზეინკლო სამუშაოები; 9. ავადმყოფების მოვლა სახლში; 10. რეპეტიტორული მომსახურება მოსწავლეებისათვის; 11. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლება; 12. ყვავილების მოყვანა.

 

[i]მესამე[/i] მეთოდი. შეადგინეთ 10 დასახელების მოთხოვნილების სია (ნებისმიერ თანმიმდევრობით), რომელსაც თქვენ უყენებთ თქვენს მომავალ ბიზნესს. მაგალითად: 1. მაღალი მომგებიანობა; 2. ოჯახის წევრების საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა; 3. საკუთარი ცოდნის და პროფესიული მომზადების გამოყენების შესაძლებლობა; 4. რეკეტისგან, თანამდებობრივი პირებისაგან გამოძალვის ან სხვა კრიმინალისგან უსაფრთხოება; 5. ახლანდელ საქმიანობასთან შეთავსების შესაძლებლობა; 6. მცირე საწყისი კაპიტალი; 7. სხვა საქმიანობაზე სწრაფი გადართვის შესაძლებლობა; 8. პროდუქციაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნის არსებობა; 9. თქვენი შემოქმედებითი უნარის გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობა; 10. სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა. ჩამოთვლილი მოთხოვნები მათი მნიშვნელობის მიხედვით, დანომრეთ – მიეცით რანგი (ქულა). ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილება მიიღებს 10 რანგს (ქულა). ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი – 1. მიღებული რანგებიდან გამომდინარე ყოველ ცალკეულ მოთხოვნილებას მიანიჭეთ გარკვეული რეიტინგი – მნიშვნელობის ხარისხი. ასე მაგალითად მოთხოვნა, რომლის რანგი შეადგენს – 1, მიიღებს უმაღლეს რეიტინგს – 10, ხოლო რანგი – 2 მიიღებს რეიტინგს – 9. ბიზნესის ყოველ ცალკეულ სახეს უჯრედში, რომელსაც დაწერილი აქვს პლიუსები, დაუსვით შესაბამისი რეიტინგები და შეაჯამეთ ისინი. ბიზნესის სახე, რომელის რეიტინგის ჯამი აღმოაჩნდება ყველაზე მაღალი, იქნება თქვენი არჩევანი.