როგორ ვმართოთ პროექტი, მართვის სამი ფუნქციით - rogor.ge

როგორ ვმართოთ პროექტი, მართვის სამი ფუნქციით

 

პროექტის განსაზღვრა საფუძველს უქმნის მომავალ პროექტს. ამ საფუძვლის ჩაყრასთანაა დაკავშირებული ორი სახის საქმიანობა: • პროექტის ხელმძღვანელმა უნდა ჩამოაყალიბოს საბოლოო მიზანი, შუალედური მიზნები და მომავალი პროექტის შეზღუდვები. მან პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: რისთვის ვაკეთებთ ამას? და რას ვგულისხმობთ ამ პროექტის წარმატებით რეალიზაციაში? ამ კითხვებზე პასუხები ხდება საძირკველი, მოცემულ პროექტზე ყველა შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან ისინი იძლევიან დანახარჯების, სამუშაოთა შესრულების გრაფიკისა და პროექტის პროდუქტის ხარისხის თანაფარდობას, მოცემულ პროექტს აკავშირებენ იმ ორგანიზაციის მისიასთან, რომელიც მოახდენს მის რეალიზებას; • პროექტის ხელმძღვანელმა უნდა განსაზღვროს პროექტის მართვის კონტროლის ბაზური მექანიზმები. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი ადამიანები და ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში და რა როლს შეასრულებენ ისინი. გარდა ამისა, პროექტის ხელმძღვანელმა უნდა ააგოს ურთიერთობათა იერარქია პროექტის გუნდში, ურთიერთობის სტრატეგია და ცვლილებების მართვის პროცესი. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიების წერილობით დაფიქსირებული თანხმობა წარმოადგენს კონკრეტული პროექტის მართვის შესაძლო ხერხებთან დაკავშირებული მოლოდინების ფორმულირებას. გარდა ამისა, ეს დოკუმენტები თამაშობენ წერილობითი ვალდებულებების როლს, რომელზეც დაყრდნობა შეგიძლიათ, როდესაც საჭირო გახდება პროექტის მონაწილეებს შეახსენოთ მათი ვალდებულებები პროექტის ჩარჩოებში.

 

პროექტის დაგეგმვა საშუალებას იძლევა ერთ მთელად შევკრიბოთ დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რეალიზებულ იქნეს პროექტის მიზნები, ყველა შეზღუდვის გათვალისწინებით. კალენდარული დაგეგმვისა და შეფასების ტიპიური მეთოდები იძლევა საშუალებას დაწვრილებით გავწეროთ, თუ სამუშაოების რა მოცულობებს გულისხმობს პროექტი, სახელდობრ, ვინ შეასრულებს კონკრეტულ სამუშაოს, რა ვადებში და რა დაჯდება მისი შესრულება. რისკების მართვის მეთოდთა პარალელური გამოყენება მოგვცემს შესაძლებლობას გამოვავლინოთ ყველაზე განუსაზღვრელი სფეროები და შევიმუშავოთ სტრატეგიები, რომლებიც იძლევიან შესაძლო პრობლემების გადაჭრის საშუალებას. პროექტის გეგმაში გადმოცემული დაწვრილებითი სტრატეგია არის სასინჯი ქვა დანახარჯების, სამუშაოთა შესრულების გრაფიკებისა და პროექტის პროდუქტის ხარისხის გაწონასწორებულობის შესამოწმებლად, რომელიც შემუშავებულია პროექტის განსაზღვრის ეტაპზე.

 

პროექტის მართვა მოიცავს საქმიანობის ყველა სახეს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, თვალ-ყური ვადევნოთ პროექტის განვითარებას საბოლოო მიზნის მიმართულებით. საქმიანობის ასეთ სახეებს მიეკუთვნება პროგრესის შეფასება, კომუნიკაციები და მაკორექტირებელი მოქმედებები.