როგორ ვაკონტროლოთ კომპიუტერის სისუფთავე - rogor.ge

როგორ ვაკონტროლოთ კომპიუტერის სისუფთავე

 

კლავიატურის გაწმენდა კლავიატურის გაწმენდა ყველაზე რთული ნაწილია, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და დიდი რაოდენობით დროს. განსაკუთრებით ურთულდებათ საქმე მათ, ვისაც უყვარს ჭამა და სმა კომპიუტერთან მუშაობის დროს. ასეთ შემთხვევაში ნამცეცების მოშორება შესაძლებელია მხოლოდ კლავიატურის ნაწილებად დაშლის შედეგად. 1. დაშლამდე გადაუღეთ ფოტო-სურათი კლავიატურას, რადგან აწყობისას არ დაუშვათ შეცდომები. 2. გრძელი ღიკალები - Space, Shift, Enter, გაწმინდეთ მოხსნის გარეშე, რადგან ისინი დამაგრებულია მეტალიკურ ჩარჩოზე, რომლის უკან ჩასმა საკმაოდ რთულია. 3. ღილაკების გაწმენდა კომფორტულია სათითაოდ ან ერთიანად თბილი წყლისა და საპნის ხსნარში 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი საჭიროა კარგად გაშრობა და აწყობა. თუ კლავიატურა არ არის ძალიან ჭუჭყიანი, გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ - სველი ქაღალდი, ბამბიანი ჩხირები, ფენი ან მტვერსასრუტი.

 

მონიტორის გაწმენდა 1. გასუფთავების დაწყებამდე გამორთეთ მონიტორი ქსელიდან. 2. გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური საშუალებები, მხოლოდ იმის შემდეგ როცა დარწმუნდებით, რომ ისინი არ შეიცავენ სპირტს, აცეტონს, ტოლუოლს ან ამიაკს. 3. მონიტორისათვის გამოიყენეთ სპეციალური ნაჭრის ხელსახოცი. წაუსვით მას გამწმენდი საშუალება და გაწმინდეთ მიმართულებით ზევიდან - ქვევით. 4. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპირტი, მინის საწმენდი ან სხვა ამდაგვარი საშუალება, რადგან თანამედროვე თხელკრისტალური მონიტორები დაფარულია ზედაპირით, რომელიც იშლება სპირტის ზემოქმედების ქვეშ. 5. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ სპეციალური საშუალების შეძენის შესაძლებლობა, მაშინ გამოიყენეთ საბავშვო საპნის ხსნარი.

 

კვების ბლოკის გაწმენდა არ დაგავიწყდეთ სისტემური ბლოკის გამწმენდი. არ გამოიყენოთ შიგნიდან გამოწმენდის მიზნით მტვერსასრუტი. ამ საქმისათვის თმის ფენი გამოდგება, ცივი გაშრობის რეჟიმში. გარეთა ნაწილის გასაწმენდად შეიძლება საპნის ხსნარის გამოყენებაც. აუცილებლად გაწმინდეთ ყველა გაყვანილობა, ხაზი და მაუსი.

 

მონიტორის, კლავიატურისა და მაუსის გაწმენდა საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც. კლავიტურისა და სისტემური ბლოკის შიდა ნაწილების გაწმენდა კი წელიწადში მინიმუმ ორჯერა არის საჭირო. გახსოვდეთ, რომ კომპიუტერს ისევე, როგორც ნებისმიერ ტექნიკას, უყვარს სისუფთავე და მოვლა და რაც უფრი უკეთ მიაქცევთ ყურადღებას მის სისუფთავეს, მით უფრო უკეთ იფუნქციონირებს იგი.