როგორ დავყოთ ნარევი - rogor.ge

როგორ დავყოთ ნარევი

 

მყარი და თხევადი ნივთიერების ნარევის დასაყოფად მიმართავენ დაყოფის ყველაზე მარტივ ხერხს დაწდომას. ხოლო სითხე ნალექს შეიძლება მოვაცილოთ დეკანტაციით სითხის ფრთხილი გადასხმით სხვა ჭურჭელში. პროცესის დასაჩქარებლად ხშირად იყენებენ გაფილტვრას. გაფილტვრა ხდება ფილტრის საშუალებით, ფილტრი მზადდება ფოროვანი მასალისგან, ხოლო ფორების ზომა ისეთია, რომ მას შეუძლია გაატაროს მხოლოდ შესაბამისი ნაწილაკები. მაგალითად, ფილტრის ქაღალდი ატარებს წყალს, ხოლო მყარი ნივთირებები ფურცელზე რჩება. სითხე რომელიც ფილტრს გაივლის ფილტრატი ეწოდება.

 

წყალში გახსნილი ნივთიერებების დასაყოფად იყენებენ აორთქლებას.

 

თხევადი ნივთიერებების დასაყოფად იყენებენ დისტილაციის ანუ გამოხდის ხერხს. ეს ხერხი ეფუძვნება იმ აზრს, რომ სხვადასხვა ნივთიერებას, სხვადასხვა დუღილის ტემპერატურა აქვს. პირველად ორთქლდება ის ნივთიერება, რომელსაც ყველაზე დაბალი დუღილის ტემპერატურა აქვს. მაგალითად, წყლისა და სპირტის ნარევის გამოხდისას პირველი სპირტი ადუღდება და აორთქლდება, რადგან სპირტი დუღდება 78°C ხოლო წყალი 100 °C.

 

ორი ერთმანეთში შეურევადი სითხის მაგალითად, წყლისა და ბენზინის ნარევი შეგვიძლია დავყოთ გამომყოფი ძაბრით.

 

სხვა ნივთირებისგან განსხვავებით რკინა მიიზიდება მაგნიტით, ამიტომ რკინის გამოყოფა ნარევიდან შეიძლება მაგნიტის გამოყენებით.