
ზაფხულის დადგომასთან ერთად კონდიციონერის შეძენა მეტად აქტუალური ხდება, საქართველოში ფართოდ გავრცელებულია კონდიციონერები ბაზარზე. ხშირად საქართველოში კონდიციონერები ჩამოდის თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა.
საფეხურები
- 1 მოწყობილობის ტიპი- კონდიციონერები იყოფიან ორ ტიპად სპლიტ სისტემა- შედგება გარე და შიდა ბლოკისგან, ერთმანეთთან კი შეერთებულია ელექტროსადენით და მილით რომელშიც ფრეონი ცირკულირებს.
გაძლიერებულად და მონობლოკი ყველაზე გავრცელებული ტიპი არის სპლიტ სისტემა (კედლის) — შედგება 2 ბლოკისგან, შიდა ბლოკი ძირითადად ყენდება კედელზე მაღლა, ფანჯარასთან ახლოს, ხოლო გარე ბლოკი კედლის გარეთ. კედლის სპლიტ-სისტემა შესაძლებელია დააყენოთ სახლში, ოფისში მაღაზიაში, მათი სიმძლავრე მერყეობს 2-10 კვტ-მდე. ასეთი ტიპის კონდიციონერები აციებს 15-100 მ² -ს. - 2 იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ კონდიციონერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შენობის რამდენიმე თავისებურება :
პირველ რიგში- დაითვალეთ 1000 ვატი 8-10 მ²-ზე.
მეორე რიგში - მიღებულ ციფრს დაამატეთ 20-30 % , თუ მზე დღის დიდი მონაკვეთი ადგება ფანჯრებს.
მესამე რიგში- ასევე დაამატეთ შენობაში არსებული ადამიანების რაოდენობა 1 ადამიანი 100 ვატი .
ნებისმიერი საოჯახო ტიპის კონდიციონერი ინტერნეტ მაღაზიაში Be.ge. - 3 გაციება- ძირითადად გაციების ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს, არის 16 გრადუსი.
გათბობა-ბევრ კონდიციონერს გარდა გაციებისა აქვს გათბობის ფუნქციაც, რომელიც ხორციელდება რევერსული კომპრესორის საშუალებით. ზოგიერთს კი აქვს სპეციალური ელექტრო მოწყობილობა, რომლის საშუალებით გათბობა ხორციელდება, გარეთ ყინვის დროსაც. თუმცა -30 გრადუსის შემთხვევაში გირჩევთ არ გამოიყენოთ რადგან კონდიციონერი მალე გაფუჭდება. - 4 იონიზაცია-იონიზატორიანი კონდიციონერი ხელს უწყობს აერო იონებით ჰაერის გაჯერებას. დახურულ შენობაში (ოფისში, ოთახში) აერო იონების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, ამიტომ იონიზატორის არსებობა გაუმჯობესებული ხარისხის ჰაერის გარანტიაა.
- 5 ჰაერის გაშრობა-ჰაერის გამოშრობის რეჟიმში კონდიციონერი მუშაობს ისევე , როგორც გაციებისას, ოღონდ ამ დროს ტემპერატურა შენობაში მხოლოდ 1 გრადუსით ცივდება.
- 6 ვენტილაცია - ამ დროს მუშაობს მხოლოდ შიდა ბლოკი, რომლის საშუალებით ხდება ჰაერის თანაბარი გადანაწილება შენობაში. ეს მოსახერხებელია ზამთარში, როდესაც გამათბობელის მიერ გამოცემული სითბო, ვენტილაციის საშუალებით თანაბრად ნაწილდება მთელ ფართობზე.
- 7 ტაიმერი-კონდიციონერის ავტომატური ჩართვა-გამორთვა თქვენს მიერ მითითებული დროის მიხედვით.
გაფრთხილებები
- კონდიციონერის შეძენის დროს გაითვალისწინეთ, რომ დაყენების ფასი კონდიციონერის ღირებულების 20-30 % ია . ხარისხიანი მონტაჟი განსაზღვრავს კონდიციონერის ხანგრძლივ მუშაობას.