როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის

 

მოიფიქრეთ რას ეძებს მეორე მხარე: თქვენი გამოცდილება დაუკავშირეთ მათ მოთხოვნილებებს. ნებისმიერ ინტერვიუს აქვს მიზეზი და მიზანი. ინტერვიუ კანდიდატების შერჩევის საშუალებაა. დაგეხმარებათ, თუ კი წარმოიდგენთ თავს თქვენი ინტევიუერის ადგილას და მოიფიქრებთ რას ეძებს ის კანდიდატებში. საგანმანათლებლო პროგრამის ინტერვიუა? მოიფიქრეთ რა პროგრამაა, რას ასწავლიან და როგორ კანდიდატებს ეძებენ (ხშირად ეს ინფორმაცია საიტზე უდევთ კიდეც). რომელი თქვენი მახასიათებელი გამოადგებათ ყელაზე მეტად და მას გაუსვით ხაზი. მაგალითად, FLEX-ის ინტერვიუზე ეძებენ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ახალ კულტურაში ღია გონებით და პოზიტიური დამოკიდებულებით იცხოვრონ. შეგეკითხებიან, როგორ მოიქცევით რამე გარკვეულ პრობლემურ სიტუაციაში. ცუდი აზრი იქნება თუ კი თქვენ ამ წარმოსახვით სიტუაციაში აღწერთ თქვენ საქციელს როგორც აგრესიულს, პროვოკაციულს, ან ვინმე ერთი კატეგორიისთვის შეურაცმყოფელს, რადგან ისინი ამ ტიპის ადამიანს არ ეძებენ. დამატებით, შეგიძლიათ თავად ესაუბროთ სხვადასხვა სიტუაციაში, როგორ გამოგიჩენიათ სიძლიერე. ამით მეორე მხარეს უადვილდება საქმე: არ უწევს ძიება გამოსადეგი ინფორმაციის, რადგან თავად აწვდით მას!

 

კარგად გაეცანით მეორე მხარეს ელემენტარული ჩანს, თუმცა არ უნდა შეგეშალოთ პროქეტის დასახელება, დანიშნულება. რაც შეიძლება დაწვრილებით გამოიძიეთ რას საქმიანობენ და როგორ. ყველაზე სასირცხვილოა კომპანიის სახელი თუ კი შუა ინტერვიუზე დაგავიწყათ.

 

კარგად გაეცანით საკუთარ CV-ს. უმეტეს შემთხვევაში, ინტერვიუერს თქვენი CV ნანახი ექნება. მოემზადეთ, რომ ნებისმიერ თემაზე დაწვრილებით ესაუბროთ და არ დაიბნეთ. ამით ამ სტატიის პირველ პუნქტს ვუბრუნდებით: ეცადეთ თქვენი CV მოარგოთ მათ მოთხოვნილებებს და ხაზი გაუსვით რომელ კატეგორიებში ემთხვევით, როგორ და რატომ.

 

გამოიმუშავეთ სტრატეგია ინტერვიუმდე გამოყავით 2-3 პუნქტი რაც გსურთ, რომ ინტერვიუერმა შეიტყოს თქვენზე. ეს პუნქტები კვლავ უნდა მორგებული იყოს მეორე მხარის მოთხოვნილებებს და ინტერესებს: სხვადასხვა მიზნებისთვის სხვადასხვა პუნქტები გექნებათ.

 

ენთუზიაზმი ყველაზე ცუდია, თუკი კანდიდატი მოწყენილი, შეშინებული ან საერთოდაც მობეზრებული სახით ზის. დაანახეთ (თუნდაც ძალიან ნერვიულობდეთ!) რომ გაინტერესებთ პროგრამა და ყველაზე მეტად გინდათ გაიმარჯვოთ!

 

მიაქციეთ ყურადღება ჩაცმულობას ძალიან მნიშვნელოვანია. და გახსოვდეთ: უმჯობესია კონსერვატიული გამოჩნდეთ ვიდრე დისნეის მულტფილმიანი ჰალსტუხით გააოცოთ ყველა.

 

მონახეთ ოქროს შუალედი არ ისაუბროთ ძალიან ბევრი, უთავბოლოდ და უაზროდ (სულ ეს მემართება ხოლმე, არასდროს ვიცი როდის გავჩერდე). მოსაბეზრებელია და ინტერვიუერს ავიწყდება ყველაფერი, რასაც ეუბნებით (განსაკუთრებით თუ კი ბევრი კანდიდატი ყავს). თუმცა მეორე უკიდურესობაა ორსიტყვიანი პასუხი. ამ შემთხვევაში ძნელია საერთოდ რამე ღირებულის გაგონება. კარგად მოუსმინეთ შეკითხვას და რაც შეიძლება მოკლე და კონკრეტული პასუხი გაეცით. მაგალითად თუ თქვენ ლიდერობის გამოცდილებაზე დაგეკითხნენ, არ დაიწყოთ ორსაათიანი ტირადა რა მაგარი ლიდერი ხართ და როგორ ყველას ჯობიხართ. ამას სჯობს, მოუყვეთ ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც იყავით ლიდერი და რა თვისებები გამოამჟღავნეთ. კონკრეტულობა ყველაფერს სჯობს.

 

არ შეაწყვეტინოთ საუბარი მეორე მხარეს ერთხელ ინტერვიუზე ძალიან რთული შეკითხვა დამისვეს და იმდენად დავისტრესე პასუხის გაცემისას, რომ შუა სიტყვა შევაწყეტინე. როგორც წარმოგიდგენიათ, ძალიან არ ესიამოვნა მეორე მხარეს ეს ფაქტი. კარგად მოუსმინეთ რას გეკითხებიან, რომ სრულიად სხვა შეკითხვას არ გასცეთ პასუხი.

 

ზედმეტი ფამილიარობა არ არის ყოველთვის კარგი. როგორც დისნეის მულწიკებიანი ჰალსტუხი არაა კარგი, ძალიან მეგობრული ტონი ხშირად უსიამოვნოა მეორე მხარისთვის (მაგრამ გაითვალისწინეთ ზუსტად როგორი ინტერვიუა, ზოგჯერ უფრო მიღებულია ეს). ამას წინათ ინტერვიუერი იმდენს მეხუმრებოდა, მესიამოვნა და სიტუაციის განსამუხტავად მეც დავიწყე შაყირი. ეგრევე დამბრაკეს, დამირეკეს და გამკიცხეს კიდეც. მეორე მხარე რომც ძალიან მეგობრულად გესაუბრებოდეს, უმჯობესია ისევ პროფესიონალური იმიჯი შეიქმნათ.

 

არ დაგავიწყდეთ ბოლოში შეკითხვები დაუსვათ! ამით თწვენს ენთუზიაზმს უფრო გაუსვამთ ხაზს, მაგრამ ცხადია სულელური შეკითხვა არ უნდა იყოს. მაგალითად ორი შეკითხვა: 1.კომპანიის/ორგანიზაციის შესახებ კონკრეტული, რითიც გამოაჩენთ, რომ მოგეპოვებათ გარკვეული ინფორმაცია მათ შესახებ 2.შემდგომი ნაბიჯების შესახებ.