როგორ და სად შევხვდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს - rogor.ge

როგორ და სად შევხვდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს

 

შეარჩიეთ შესაბამისი ადგილი პირველი შეხვედრისათვის. ის არ უნდა იყოს ძალიან ხმაურიანი, არც ბევრი ხალხის ყოფნაა სასურველი დიდად. ამავდროულად პირველი შეხვედრისთვის არც ის არის კარგი, რომ დაუსახლებელი ადგილი სადაც ადამიანები არ არიან და მოსაწყენია ისეთ ადგილას წასვლა. თავიდანვე დაგეგმეთ მარშრუტი, რომ მერე არ მოგიწიოთ ფიქრი. როგორც წესი ამის ორგანიზება კაცს უწევს. ასევე სურვილის შემთხვევაში შეიძლება შესთავაზოთ ერთმანეთს ვარიანტები და ერთად მოიფიქროთ.

 

შეეცადეთ, რომ არ დააგვიანოთ შეხვედრაზე. გახსოვდეთ, შეყოვნების უფლება აქვს მხოლოდ ქალს. კაცებისთვის - ეს აკრძალულია. პუნქტუალურობა მიუთითებს საკუთარი თავის აღზრდასა და პირად კულტურაზე. შეხვედრაზე დროულად მისვლა ნიშნავს იმას, რომ პატივს სცემთ მას ვისაც ხვდებით.

 

ტანსაცმლის შერჩევისას არ დაგავიწყდეთ ცნობილი გამოთქმა "ხვდებიან ტანსაცმლით." თუ თქვენ გადაწყვიტეთ თეატრში წასვლა, არც კი გაიფიქროთ სპორტულების და ბოტასების ჩაცმა. ასევე პირიქით, თუ შეხვედრა დანიშნულია ბაღში არ ღირს სმოკინგით მისვლა. შეარჩიეთ ღია ფერის ტანსაცმელი, მოერიდეთ მუქ და სერ ფერებს. პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე უნდა იყოს სასიამოვნო და სასიხარულო. ამასთანავე თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ისე, როგორც გამოიყურებოდით ფოტოზე სოც ქსელში. ეს საჭიროა, რომ ადვილად გიცნონ შეხვედრისას ასევე, რომ არ გაუცრუვდეთ იმედი. უნდა შევხდნენ მას ვინც ნახეს ფოტოზე.

 

პირვლი შეხვედრა არ უნდა იყოს ხანგრძლივი, არცერთი მხრიდან არ უნდამოხდეს ადამიანის დაღლა- საჭიროა, რომ სურვილი დარჩეს კიდევ შეხვედრის. ნუ იჩქარებთ დასვკნების გამოტანას პირველივე შეხვედრისას. შესაძლოა ერთმანეთის კარგად გასაცნობაში ხელი შეგიშალათ დაძაბულობამ და სტრესმა, რომელიც სრულიად ბუნებრივია პირველი შეხვედრისას.

 

წინასწარ იფიქრეთ ძირითად სალაპარაკო თემებზე. პირველი შეხვედა ხომ მონოლოგი არ არის საკუთარ თავე და ცოვრებაზე. წესით და რიგით მიმოწერისას თვქენ გაიგებდით თუ რა მოწონს თქვენს მეგობარს, რითი ინტერესდება, რა სფეროთია მოხიბლული. თუ თქვენ ეს არ იცით შეეცადეთ შეხვედრამდე გაარკვიოთ და იმ შემთხვევაში თუ საერთოდ არ გაქვთ ინფორმაცია მაგ თემებზე შეეცადეთ გაეცნოთ ინტერნეტში ან სადმე სტატიები წაიკითხოთ, რომ უბრალოდ წარმოდგენა გქონდეთ და შეგეძლოთ აზრის გამოხატვა კონკრეტულ თემებზე. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი უსმინოთ მოლაპარაკეს ვიდრე ისაუბროთ თქვენზე. საჭიროა, რომ მძიმე და არასასიამოვნო თემები არ იყოს განხილული პირველივე შეხვედრასე, ასეთი თემებია, პოლიტიკა, კრიმინალი, ფული, წარსული ურთიერთობები.

 

იყავით მზად იმისათვის, რომ ადამიანი რომელზეც თქვენ იცით მხოლოდ ის რასაც ის გიყვებოდათ საკუთარ თავზე, არ აღმოჩნდეს ის ვისაც ელოდით და როგორიც წარმოგედგინათ. ძალიან ხშირად ინტერნეტით გაცნობისას თქვენ წარმოიდგინეთ თანამოსაუბრე ადამიანს სხვანაირად ასე, რომ გირჩევთ დაივიწყოთ წარსული მიმოწერა, საუბრები, შეხვედრისას თქვენ ინცობთ სრულაიდ ახალ ადამიანს. ამაში თქვენ ძალიან მალე დარწმუნდებით.