როგორ ვაქციოთ FAT32 გაფართოება NTFS-ად ინფორმაციის დაკარგვის გარეშე - rogor.ge

როგორ ვაქციოთ FAT32 გაფართოება NTFS-ად ინფორმაციის დაკარგვის გარეშე

 

მეთოდი 1 შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები: 1) Start -> Run.... ველში ჩაწერეთ CMD და დააჭირეთ ღილაკს ENTER. 2) გახსნილ ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება: С:\windows\system32\convert X: /FS:NTFS და დააჭირეთ ღილაკს ENTER. 3) X-ის მაგივრად ჩაწერეთ იმ დისკის სახელი (მაგალითად C ან D) რომლის გადაყვანაც გსურთ NTFS სისტემაში. 4) ცვლილებები აისახება შემდეგი გადატვირთვისას. ამასთან ერთად ინფორმაცია არ დაიკარგება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კონვერტაციის შემდეგ კლასტერის მოცულობა შეადგენს 512 ბაიტს, რაც ართც თუ ისე კარგია დიდი განყოფილებების დროს. ამასთან ერთად კონვერტაციის შემდეგ დისკი ძლიერად ფრაგმენტირებული იქნება. ცვლილებების უკან დაბრუნება (NTFS -> FAT) Windows XP-ს დახმარებით მონაცემების დაკარგვის გარეშე შეუძლებელია. საჭირო იქნება განყოფილების ხელახლა ფრაგმენტირება.

 

მეთოდი 2 ინფორმაციის დაკარგვის გარეშე კონვერტაციის ჩატარებას შეძლებენ პროგრამები Partition Magic და Acronis. მაგრამ მათი გამოყენებისთვის საჭიროა, რომ დისკზე არსებული თავისუფალი ადგილი შეადგენდეს არანაკლებ 10-15%. პროგრამა Partition Magic დაწყებული 6.0 ვერსიიდან, საშუალებას იძლევა მონაცემების დაკარგვის გარეშე კლასტერის ზომის შეცვლის საშუალებას (მხოლოდ FAT16 დაFAT32-ზე). Partition Magic არ მუშაობს დინამიურ დისკებთან, ის ორიენტირებულია მხოლოდ ძირითად დისკებზე.

 

მეთოდი 3 1) დასაფრაგმენტირებელ დისკზე არსებული იფრომაცია გადაიტანეთ სხვა მოწყობილობაზე, იქნება ეს, სხვა მყარი დისკი, "ფლეშკა" თუ სხვა. 2) გახსენით საქაღალდე My Computer, სასურველ დისკზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Format. 3) გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ფაილების სისტემა NTFS და დააჭირეთ ღილაკს Start. 4) რამდენიმე წამში არჩეული დისკი შეიცვლის გაფართოებას და შეძლებ გადატანილი ფაილების უკან დაბრუნებას.